საფეხბურთო კლუბ Chichester City-ის თავდამსხმელი, 21 წლის ბილი ვიგარი მატჩის დროს მიღებული ტრავმის შემდეგ გარდაიცვალა.
ახალგაზრდა ფეხბურთელმა თავის ტრავმა მიიღო შაბათს, “ჩიჩესტერ სიტისა” და “უინგეიტ ენდ ფინჩლის” შეხვედრის დროს. მატჩის მე-15 წუთზე, დაცემისას მოედანზე თავი დაარტყა, რის გამოც 13 წუთის განმავლობაში იყო თამაში გაჩერებული.
როგორც “ჩიჩესტერ სიტი” აცხადებს, ტრავმის შემდეგ ვიგარი ხელოვნურ კომაში იყო და გამოჯანმრთელების შანსების გასაზრდელად ოპერაცია დასჭირდა.
ვიგარი “არსენალის” ახალგაზრდულ გუნდებში თამაშობდა. ჩაატარა 22 შეხვედრა 18-წლამდელთა გუნდში და 5 მატჩი 21-წლამდელთა შემადგენლობაში.







































































