ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ (OECD) “მოსწავლეთა საერთაშორისო შეფასების” (PISA) 2022 წლის ანგარიში გამოაქვეყნა.
ანგარიშის მიხედვით, 2018 წლის მონაცემებთან შედარებით მხოლოდ ერთი ქულით გაუმჯობესდა ქართველი მოსწავლეების შედეგი საბუნებისმეტყველო მენიერებებში.
დანარჩენ ორ კომპონენტში – მათემატიკასა და კითხვაში, ქართველმა მოზარდებმა 8 და 6 ქულით ნაკლები შეფასება დაიმსახურეს.
ცნობისთვის, PISA-ს ტესტირება 3 წელიწადში ერთხელ მსოფლიოს 80-მდე ქვეყნის მასშტაბით, 15 წლის მოსწავლეთა შორის ტარდება.