პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქართველოში ოპოზიციაზე მზარდი რეპრესიების საპასუხოდ, პოლონეთმა სამართალდამცავი უწყებების 8 წარმომადგენელს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობაზე, მის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ პოლონეთი მხარს უჭერს საზოგადოების პროევროპულ მისწრაფებებს.