პორტუგალიამ, რომან აბრამოვიჩის 10 მილიონი ევროდ (10,4 მილიონი დოლარის) ძვირადღირებული სასახლე დააყადაღა. ამის შესახებ reuters წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ოლიგარქი მის გაყიდვას ომის დაწყებამდე 2 კვირით ადრე ცდილობდა. ასვეე, ომამდე ცოტა ხნით ადრე, აბრამოვიჩმა პორტუგალიის მოქალაქეობა მიიღო და ის ამ ქვეყნის უმდიდრესი მოქალაქეც გახდა.
reuters წერს, რომ პორტუგალიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინაში რუსეთის სრული შეჭრიდან ერთი თვის შემდეგ მოითხოვა, ალგარვეში მდიდრულ კურორტ Quinta do Lago-ში ქონება გაყინული იყო – რაც იმას ნიშნავს, რომ მისი გაყიდვა, დაქირავება ან გირავნობა შეუძლებელია.
“ჩვენ გვაქვს მტკიცე რწმენა, რომელიც ბოლომდე არ არის დადასტურებული, რომ სახლი ეკუთვნის რომან აბრამოვიჩს.
აქ გამოწვევა არის ის, რომ სანქცირებულთაგან ბევრს არ აქვს თავისი ქონება თავიანთ სახელზე”, – თქვ ჟოაო კრავინიომ.
აბრამოვიჩის სპიკერმა reuters განუცხადა, რომ ის არ ფლობს, არანაირ ქონებას პორტუგალიაში და Millhouse Views LLC -თნ არ არის დაკავშირებული.
”ფაქტობრივად, ჩვენ არასოდეს გვსმენია ამ კომპანიის შესახებ”, – თქვა სპიკერმა.
პორტუგალიის უმსხვილესმა ბანკმა Caixa Geral de Depositos-მა შეამჩნია ქონების გაყიდვის მცდელობა და გააფრთხილა ხელისუფლება, თქვა გაზეთმა Publico-მ. ამის შესახებ ბანკმა კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.
Publico-ს ცნობით, ქონება მდებარეობს Quinta do Lago-ს სან ლორენცოს ჩრდილოეთ ტერიტორიის მე-17 ნაკვეთში. Reuters-ის წყარომ თქვა, რომ სასახლის კარიბჭის გარეთ იყო აბრა, რომელზეც ეწერა ,,გაიყიდა“
ცნობითვის, აბრამოვიჩს სანქციები დაუწესა ბრიტანეთის მთავრობამ და ევროკავშირმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მისი კავშირების გამო. აბრამოვიჩმა კი, უარყო მსგავსი კავშირები.
მილიარდერს პორტუგალიის მოქალაქეობა 2021 წლის აპრილში მიენიჭა კანონის საფუძველზე, რომელიც ნატურალიზაციას სთავაზობდა სეფარდი ებრაელების შთამომავლებს, რომლებიც შუა საუკუნეების ინკვიზიციის დროს განდევნეს იბერიის ნახევარკუნძულიდან.
რუსეთში კი, სეფარდი ებრაელების ისტორია ნაკლებად ცნობილია.
საქმემ შოკისმომგვრელი ტალღა გამოიწვია მთელს პორტუგალიაში, რამაც გამოიწვია პროკურორების მხრიდან გამოძიების დაწყება და რაბინის დაკავება, რომელიც პასუხისმგებელი იყო სერთიფიკატზე, რომელმაც აბრამოვიჩს მოქალაქეობის მიღების უფლება მისცა.
ავტორი