თევზი
როცა საქმე ეხება კოლაგენის ბუნებრივ წარმოებას, თევზი ერთ-ერთი საუკეთესო პროდუქტია, რომელიც საყიდლების სიაში შეგიძლიათ ჩართოთ. ზოგიერთი კვლევა აჩვენებს, რომ თევზის კოლაგენი ერთ-ერთი საუკეთესო წყაროა, რომელსაც ორგანიზმი ადვილად ითვისებს.
ციტრუსი
არსებობს რამდენიმე პროდუქტი, რომელიც შეიცავს C ვიტამინს და ეს, რა თქმა უნდა, ციტრუსია: ლიმონი, ფორთოხალი, ლაიმი და გრეიპფრუტი. რა ფორმითაც არ უნდა მიიღოთ, კანისთვის სასარგებლო იქნება. გამოდის, რომ C ვიტამინი ხელს უწყობს კოლაგენის შენარჩუნებას და დიდ როლს ასრულებს ორგანიზმში მის წარმოებას.
კვერცხი
გარდა იმისა, რომ კვერცხი შეიცავს პროლინს, თუთიას და გოგირდს, ორგანიზმში კოლაგენის გამომუშავებას ხელს უწყობს. თუთია ძირითადად გვხვდება კვერცხის გულში, ხოლო პროლინი და გოგირდი კვერცხის ცილაში კონცენტრირებულია. მხოლოდ კვერცხის ცილის მიღებაც დიდ სარგებელს მოგიტანთ.
ძვლის ბულიონი
კოლაგენის შემცველი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პროდუქტია. ძვლის ბულიონი სახლის პირობებში შეგიძლიათ მოამზადოთ, თუმცა ამ პროცესს დიდი დრო დასჭირდება.
ლობიო
არსებობს მრავალი ვეგანური ცილის წყარო, რომელსაც შეუძლია ორგანიზმს მიაწოდოს კოლაგენის წარმოებისთვის საჭირო ამინომჟავები, და ლობიო ერთ-ერთი ასეთი წყაროა. ის შეიცავს არა მხოლოდ ამინომჟავებს, რომლებიც კოლაგებს ქმნიან, ასევე სპილენძს.

































































