კივი – ეს ხილი ცხიმების დაშლას უწყობს ხელს და ხელს უშლის კუჭში სიმძიმის შეგრძნების გაჩენას.
ზღვის თევზი – თევზში ბევრი ცილა და მინიმალური რაოდენობით ცხიმია.
ქათმისა და ინდაურის ფილე – ეს დაბალკალორიული პროდუქტებია, რომლებიც მშვენივრად გადამუშავდება ორგანიზმის მიერ, ხელს უწყობს მეტაბოლიზმის გაუმჯობესებას.
გოგრა – გოგრის მინიმალური კალორიულობა საშუალებას იძლევა სრულფასოვან ვახშმად გამოვიყენოთ.
მოხარშული ბოსტნეული – ჭარხალი და სტაფილო იდეალური წყვილია ვახშმისათის, თუმცა შეიძლება მათი ცალ-ცალკე გამოყენებაც. გარდა უამრავი ვიტამინებისა, რომელთაც ამ ბოსტნეულიდან იღებს ორგანიზმი, ჭარხალი არეგულირებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს, სტაფილო კი დაიცავს ორგანიზმს ვირუსებისგან.
ბოსტნეულის „ხიზილალა“ – არა მხოლოდ ბადრიჯნის, არამედ ნებისმიერი ბოსტნეულის „ხიზილალა“ მარგებელია ვახშმობის დროს.
სოკო – მოთუშული სოკო სწორედ ისაა რაც ვახშმისთვისაა საჭირო.
კომბოსტო და ისპანახი – ეს პროდუქტები არამხოლოდ მარგებელია ადამიანის ორგანიზმისთვის არამედ შედიან უარყოფითი კალორიულობის პროდუქტების სიაშიც. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ პროდუქტების გადამუშავების დროს ორგანიზმი მეტ კალორიებს წვავას, ვიდრე ეს პროდუქტები აძლევენ ორგანიზმს.
მსხალი – ვაშლისგან განსხვავებით, რომელიც მადას აღძრავს, მსხალი დაბალკალორიული ხილია.
დაბალკალორიული მაწონი და იოგურტი.
ავტორი