reuters-ის ინფორმაციით, კრემლის თანაშემწის თქმით, პუტინმა რუსეთის საზღვაო ფლოტის მასშტაბური რეფორმა დაამტკიცა.
პატრუშევმა, ყოფილმა კგბ-ს ოფიცერმა, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს პუტინთან ერთად მსახურობდა რუსეთის ჩრდილოეთ ქალაქ სანქტ-პეტერბურგში, განაცხადა, რომ ახალი საზღვაო სტრატეგია – სახელწოდებით „რუსეთის საზღვაო ძალების განვითარების სტრატეგია 2050 წლამდე“ – პუტინმა მაისის ბოლოს დაამტკიცა.
„რუსეთის, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი საზღვაო ძალის, პოზიცია თანდათან აღდგება“, – განუცხადა პატრუშევმა გაზეთ „არგუმენტი ი ფაქტის“ ინტერვიუში.
პატრუშევმა სტრატეგიის შესახებ დამატებითი დეტალები არ გაამხილა, თუმცა რუსეთმა თავდაცვისა და უსაფრთხოების ხარჯები ცივი ომის დროინდელ დონემდე გაზარდა მთლიანი შიდა პროდუქტის პროცენტული მაჩვენებლით.