BBC– ის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში ომში დროებითი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა.
კრემლის განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება 8 მაისის დილიდან 11 მაისამდე გაგრძელდება, რაც მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების აღნიშვნას ემთხვევა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ პუტინმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება „ჰუმანიტარული მოსაზრებებიდან გამომდინარე“ გამოაცხადა.
უკრაინას ჯერ არ უპასუხია.
კრემლმა მსგავსი, 30-საათიანი ზავი გამოაცხადა აღდგომის დღესასწაულზე, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ორივე მხარემ საბრძოლო მოქმედებების შემცირებაზე განაცხადა, ისინი ერთმანეთს ასობით დარღვევაში ადანაშაულებდნენ.