ქვეითთა გადასასვლელ გზაზე ქალს მანქანა დაეჯახა. შემთხვევა ახალციხეში, ცენტრალურ პარკტამ პაატა ნათენაძის ქუჩაზე მოხდა. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.
ქალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს კლინიკა “იმედში” გადაჰყავს.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. ამ ეტაპზე უცნობია დაშავებულის მდგომარეობა.