ბალტიის ზღვის ფინეთის ყურეში ბოლო პერიოდში ისე მოხშირდა წყალქვეშა კაბელების გაწყვეტა, რომ ეს შემთხვევით ხასიათს ნამდვილად აღარ ატარებს და არცთუ უსაფუძვლოდ ამაში რუსეთს ადანაშაულებენ…
ფინეთის ყურის ჩრდილოეთით ფინეთის ნაპირია, სამხრეთით – ესტონეთის და ნატოსა და ევროკავშირის ეს ორი ქვეყანა ერთმანეთს არა ერთი კავშირგაბმულობისა და ელექტროკაბელებით უკავშირდება, რომლებიც ფინეთის ყურის ფსკერზეა ჩადებული.
რა აზიანებს წყალქვეშა კაბელებს?!
პირველი დაზიანება მოხდა 17 ნოემბერს, დილით, როდესაც ლიეტუვასა და შვედეთის კუნძულ გოტლანდს შორის ბალტიის ზღვის ფსკერზე ჩადებული 218 კმ სიგრძის ოპტიკურბოჭკოვანი კაბელი გამოვიდა მწყობრიდან…
წყალქვეშა კაბელების დაზიანება ხანდახან მართლაც ხდება, როდესაც რომელიმე გემის მიერ ჩაშვებული ღუზა წამოედება ხოლმე, მაგრამ ერთმანეთის მიყოლებით ორი მნიშვნელოვანი ოპტიკურბოჭკოვანი კავშირგაბმულობის კაბელის, რომელთა საშუალებითაც ნატოს წევრ ქვეყნებს ერთმანეთთან საიდუმლო ოპერატიული კავშირი აქვთ დამყარებული, მწყობრიდან გამოსვლა, შემთხვევითობა სულაც არ არის…
მესამე ინციდენტი კი 25 დეკემბერს დაფიქსირდა, როდესაც გადაჭრილი იქნა წყალქვეშა ელექტროკაბელი EstLink 2, რომელიც ესტონეთისა და ფინეთის ენერგეტიკულ სტრუქტურებს აკავშირებს…
მეორე დღეს, 26 დეკემბრის დილასვე ფინეთის პოლიციამ და მესაზღვრეებმა აბორდაჟზე აიყვანეს ნედლი ნავთობის გადამზიდავი ტანკერი Eagle S-ი, რომელიც კუკის კუნძულების დროშის ქვეშ ცურავდა და ინციდენტის დროს ფინეთის ყურის სწორედ იმ კოორდინატებზე იმყოფებოდა, სადაც მოხდა წყალქვეშა ელექტროკაბელის გაწყვეტა.
ფინელი სამართალდამცავების ეჭვი იმ ფაქტმა უფრო გააძლიერა, რომ ამ ტანკერს არ ჰქონდა… ღუზა, ხოლო ელექტროკაბელის გაწყვეტის რაიონში ფსკერს ეტყობოდა ორკილომეტრიანი თხრილი, რომელიც სწორედ ღუზის ფსკერზე თრევისას შეიძლება გააკეთოს გემმა…