ცოტა ხნის წინ პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ კიდევ ერთხელ გაილაშქრა ცნობილმა რუსმა მსახიობმა ლია ახეჯაკოვამ.
მსახიობმა კვლავ ისაუბრა რუსული აგრესიის შესახებ და ამჯერად რუსი ხალხის გულგრილობაზე გაამახვილა ყურადღება.
მსახიობმა განაცხადა, რომ 16 წლის წინ პუტინს მისცა ხმა და ამას დღეს საშინლად ნანობს.
„უნდა გვესმოდეს, რომ ამ ომმა სამუდამოდ შეცვალა ორი ქვეყნის, რუსეთისა და უკრაინის ურთიერთობა და ის არასოდეს იქნება ისეთი, როგორც უწინ. ყველაზე მეტად რუს ხალხზე მწყდება გული, როგორ ხუჭავს თვალს ამ სამხეცეთზე, ისევ დადიან დისკოთეკებზე და სჯერათ, რომ მათი ბელადი პუტინი, წმინდანია“, – ამბობს 83 წლის ახეჯაკოვა.
ავტორი