აუდიტორია #115 საკონსტიტუციო სასამართლოში უმაღლესი განათლების შესახებ კანონში არსებულ საფაკულტეტო საბჭოში არჩევის წესს ასაჩივრებს, რომელიც მათი მტკიცებით, დისკრიმინაციულია და არ აძლევს ყველა სტუდენტს საუნივერსიტეტო მართვის პროცესში თანაბარი ჩართულობის საშუალებას.
განმწესრიგებელი სხდომა დღეს გაიმართება.
არსებულ საკანონმდებლო ხარვეზებზე თავისი დასკვნა გამოაქვეყნა საქართველოს სახალხო დამცველმა და ხელისუფლებას მოუწოდა შესაბამისი ცვლილებებისკენ. აუდიტორია 115-ის განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან საპასუხო ნაბიჯი დღემდე არ განხორციელებულა.