გიორგი მამარდაშვილი სოცოალურ ქსელში გიორგი ლორიას შესახებ პოსტს აქვეყნებს.
“მეკარე, რომელმაც 17 წლის განმავლობაში იცავდა საქართველოს ნაკრების კარს.
ლორი ყოველთვის იყო პროფესიონალიზმისა და თავდადების მაგალითი ყველასთვის — და ჩემთვის კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობის მქონე ადამიანი.
ბევრი რამ ვისწავლე მისგან, და გვერდში მედგა მაშინ, როცა ყველაზე რთული პერიოდი მქონდა კარიერაში.
@loriagiorgi77 მადლობა ყველაფრისთვის — ისიამოვნე დღევანდელი დღით, ამ თამაშით და იმ ემოციებით, რაც სრულად დაიმსახურე”,_ წერს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი სოციალურ ქსელში.
ინფორმაციისთვის, გიორგი ლორია სანაკრებო კარიერას ასრულებს.