ექიმები და დიეტოლოგები გვირჩევენ, არ მივირთვათ ცხელი პური. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ფრანგი მეცნიერები.
მიუხედავათ თბილი პურის საოცარი გემოს და არომატისა, ეს პროდუქტი კუჭში მძიმედ გადამუშავდება და მისი ლორწოვანი გარსის ანთებით პროცესებს იწვევს. თუ ადამიანს უკვე აქვს კუჭის პრობლემები, მაშინ ცხელი პურის მირთმევა უფრო გააღრმავებს პროცესებს. ამ პროცესის გამომწვევი კი საფუარია.
საფუარს მცირე დოზებში იყენებენ, როგორც პრობიოტიკს ანტიბიოტიკების მიღების შემდეგ მიკროფლორის აღსადგენად და ზოგიერთი ნაწლავური დაავადების მკურნალობისთვის.
სოკოები განიცდიან დუღილს, რომლის დროსაც გამოიყოფა დიდი რაოდენობით მეორადი მეტაბოლიტები და ნახშიროჟანგი. გაზები აიძულებს ცომს ზომაში მომატებას და ღრუბლისებურ სტრუქტურას აძლევს. მეტაბოლიტები განაპირობებენ პურის გემოს და არომატს. სოკოების დუღილი გრძელდება ღუმელშიც და მანამდე, სანამ პური ცხელია. თუ ასეთი პური მივირთვით, დუღილი გაგრძელდება კუჭში. ამ ორგანოსთვის კი ეს კარგს არაფერს მოასწავებს: მოიმატებს მჟავიანობა, დაიწყება გაზთწარმოქმნა, მუცლის შებერილობა, სიმძიმე, კუჭის წვა. ეს პროცესები გააღიზიანებს ლორწოვან გარსს და გამოიწვევს გასტრიტს.
ამის გარდა, ზოგადად თბილი ცომი ცუდათ გადამუშავდება. იგი დაილექება კუჭის კედლებში და კუჭს მუშაობაში ხელს უშლის. მზა პროდუქტის სახეს პური იძენს მხოლოდ მაშინ, როვა ის ოთახის ტემპერატურამდე გაცივდება, და დღე-ღამის განმავლობაში წარმოიქმნება ქერქი.