ჩაისთვის ოპტიმალური ტემპერატურა – 50 გრადუსია (ამისათვის ახლადმოდუღებულ ჩაის გაგრილებამდე 5 წუთი დაელოდეთ). წინააღმდეგ შემთხვევაში, რეგულარულად ცხელი ჩაის დალევა საყლაპავის ეროზიასა და ცხვირ-ხახის კაპილარების დაზიანებას გამოიწვევს.
სიცხიანი ავადმყოფებისთვის ჩაი ძალიან სასარგებლო სასმელად მიიჩნევა, რაც მითია.
ბრიტანელმა ფარმაკოლოგებმა გაარკვიეს, რომ ასეთ ცხელ სასმელს ზიანი მოაქვს, რადგან ჩაიში შემცველი ტეოფილინი ტემპერატურას კიდევ უფრო ზრდის.
საბედნიეროდ, მოყვანილი არგუმენტები არ გვაიძულებს ჩაიზე საბოლოოდ ვთქვათ უარი. საკმარისია მისი რაოდენობის შემცირება, სიმაგრისა და ტემპერატურის დარეგულირება.