კაკლის ჩალბობის სხვადასხვა მიზეზი არსებობს, მაგრამ მთავარია კაკალში ფიტინის მჟავის არსებობა. თუ კაკალს მოხმარებისთვის არ მოამზადებთ, მასში შემავალი ვიტამინები ვერ გაიღვიძებს.
ბევრი რეცეპტი მოითხოვს კაკლის წინასწარ ჩალბობას, რადგან ასე პროდუქტი რბილდება და მასთან მუშაობა მარტივდება. მაგალითად, თუ გსურთ მოამზადოთ უმი კაკლის რძე.
ჩალბობის შემდეგ კაკლის გემო უმჯობესდება. მაგალითად, ნიგვზიდან მწკლატრე გემო ქრება. წყალში ჩალბობისას ტანინები ირეცხება და კაკალი რბილი და ცხიმიანი ხდება.
20 წუთი ჩალბობა საკმარისია, რომ წყალი ყავისფერი გახდეს. რამდენიმე საათის შემდეგ მტვრის და სხვა ნარჩენების ძირითადი ნაწილი წყალში მოხვდება, ხოლო კაკლის გემო სასიამოვნო გახდება.
კაკლის ჩალბობის კიდევ ერთი უპირატესობაა ფერმენტების აქტივობის გაზრდა და საკვები ნივთიერებების უკეთ ათვისება. ჩალბობის დროს კაკალი იწყებს გაღივებას, რაც ზრდის მის კვებით პროფილს.
ჩალბობის დრო კაკლის სახეობაზე დამოკიდებულია. ნუშს 12 საათი ჩალბობა სჭირდება, ნიგოზს – 8-12 საათი, მიწისთხილს და თხილს – 8 საათი.
კაკალი თასში მოათავსეთ, თბილი წყალი დაასხით ისე, რომ კაკალი მთლიანად დაიფაროს;
დაუმატეთ მარილი. 1 ჩაის კოვზი მარილი 140 გრამზე. კარგად აურიეთ.
თასს თავსახური დააფარეთ და მთელი ღამე ან მითითებული დროით გააჩერეთ.
შემდეგ წყალი გადაასხით და კაკალი კიდევ ერთხელ გარეცხეთ.
გამოყენებამდე კაკალი გაამშრალეთ.

































































