ნაყინი შეიძლება გახდომაში დაგეხმაროთ
მთავარია ზომიერად მიირთვით და დღის განმავლობაში სხვა სასარგებლო საკვებიც მიიღოთ.
ქალისთვის 1 ბურთი, კაცისთვის 1,5 ბურთი ნაყინი დღეში. 1 ულუფა ნაყინი ქალისთვის 250 კალორიას, ხოლო კაცისთვის 375 კალორიას შეიცავს.
კვლევებმა დაამტკიცა, რომ კალციუმის დანამატის მიღებისას ადამიანი 26%–ით უფრო მეტ წონას და 38%–ით უფრო მეტ ცხიმს კარგავს, ვიდრე ისინი, ვინც ასეთ დანამატს არ იღებენ.
ვიტამინებს და მინერალებს შეიცავს
ნაყინით რძეს და ნაღებს იღებთ, რომელიც კალციუმის, D ვიტამინის, B2 ვიტამინის, A ვიტამინის და ფოსფორის შესანიშნავი წყაროა.
ვანილის ნაყინი შეიცავს ანტიოქსიდანტებს, კალციუმს, მანგანუმს, მაგნიუმს, კალიუმს, თუთიას და რკინას.
მუქი შოკოლადი მდიდარია ანტიოქსიდანტებით და ფლავანოიდებით.
ტვინს სტიმულირებს
ნაყინი საუზმეზე ტვინს ძლიერ იმპულსს აძლევს.
ენერგიას ზრდის
ნაყინი შეიცავს შაქარს, რომელიც ენერგიის წყაროს წარმოადგენს. საშუალოდ, ნაყინი 100 გრამზე 16-23 გრამ ნაყინს შეიცავს. გლუკოზა ორგანიზმის მთავარი საწვავია, რომელიც ენერგიის წყაროს გვაწვდის.
ძვლებს და კბილებს აძლიერებს
კალციუმი ძლიერი ძვლების და კბილების შენებაში მონაწილეობს. უფრო მეტიც, ჩვენი ძვლების და კბილების 99% კალციუმისგან შედგება.
ნაყინი რძის პროდუქტია, რომელიც შეიცავს კალციუმს, რაც კბილების დაკარგვის, კბილის ტკივილის, სახსრების ტკივილის, მოტეხილობის და სხვა პრობლემის რისკს ამცირებს.
იმუნურ სისტემას აძლიერებს
ნაყინი ფერმენტირებული რძის პროდუქტია, რომელიც ორგანიზმს კუჭ–ნაწლავის და რესპირატორული ინფექციებისგან გვიცავს.
ბედნიერს გხდით
ნაყინი ნამდვილად გაგაბედნიერებთ. ნახშირწყლები სეროტონინს ცოტათი ზრდის. თუ სეზონური დეპრესია გაწუხებთ, ნაყინი მიირთვით.