გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    როგორი ამინდი იქნება საქართველოში | სინოპტიკოსების პროგნოზი

    რა ეღირება ევრო და დოლარი 16 მაისს

    საქართველოს ბანკმა განახლებადი ენერგიის სფეროში მწვანე ვაჭრობის ხელშეწყობისთვის EBRD-ისგან ჯილდო მიიღო

    საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამა – განათლების შესაძლებლობა სტუდენტებისთვის

    შსს საგანგებო განცხადებას ავრცელებს

    რამდენლარიან ბანკნოტს-მონეტას აყალბებდნენ ყველაზე მეტად

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

    როგორ აკავებენ აქციის მონაწილეს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    “სიკვდილი, კილავ, რუსეთს”

    გურია -ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ნაწილი

    მოკლედ მოთხრობილი ისტორია საფრანგეთში გატანილი განძის შესახებ

    „სიფრთხილე“

    „მე ვარ ქართველი და მაშასადამე, ვარ ევროპელი“

    1905 წელი გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,საფლავში ტრიალებენ ის ხევსურები, ამერიკის პრეზიდენტს წერილი რომ მიწერეს…” – ოქრუაშვილი

    „ამჯერად წერილობით გაუფრენია“ – გია ხუხაშვილი ტრამპისთვის კობახიძის მიერ გაგზავნილ წერილზე

    “ამიტომ აღარ მაქვს ქოცების ატანა” – ინგა გრიგოლია

    “მიწაზე დამაგდეს, მითხრეს: “თუ ისევ აქციაზე გამოჩნდები, უარესისთვის მზად იყავიო”

    „არ გამიგია კავკასიურ ერებში კაცი ჩიოდეს, ქალმა სილა გამაწნა და მეტკინაო“-მალხაზ მაჩალიკაშვილი

    “ივანიშვილი, თავისი მანერებით და ქმედებებით, გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ასლანს”- სააკაშვილი

  • 21-ს ქვევით

    ლანჩხუთის სასკოლო-სპორტული ოლიმპიადის გამარჯვებული გამოვლინდა

    ,,80 წელი ნაცისტური გერმანიის კაპიტულაციიდან”

    როდის დაიწყება რეგისტრაცია ეროვნულ გამოცდებზე და რა უნდა გაითვალისწინოთ

    ჩვენი პატარა ვირტუოზი, დათუნა გაბადაძე გაზაფხულის შემობრძანებას გვილოცავს

    სკოლის ნიშნებს გავლენა ექნება უმაღლესში ჩარიცხვაზე

    რამდენად შეიძენთ ევროს და დოლარს შაბათ-კვირას

  • მსოფლიო

    “გვაშფოთებს, რომ საქართველოში ევროპულ კონტინენტზე კიდევ ერთი დიქტატურა დამყარდება” _იუკნევიჩიენე

    თურქეთში, დღეს დაგეგმილ რუსეთ-უკრაინის შეხვედრის მონაწილეთა სიაში პუტინი არ არის

    ღაზაში ისრაელის საჰაერო იერიშებს, სულ მცირე, 84 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა – მათ შორის 22 ბავშვია

    ჰაკერებმა რუსეთის სასამართლოს ელექტრონულ არქივში 89 მილიონი აქტი გაანადგურეს

    პოდოლიაკის თქმით, ზელენსკი 15 მაისს, სტამბოლში მხოლოდ პუტინს შეხვდება

    “ძალიან უცნაური დუმილია” – ზელენსკი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    როგორი ამინდი იქნება საქართველოში | სინოპტიკოსების პროგნოზი

    რა ეღირება ევრო და დოლარი 16 მაისს

    საქართველოს ბანკმა განახლებადი ენერგიის სფეროში მწვანე ვაჭრობის ხელშეწყობისთვის EBRD-ისგან ჯილდო მიიღო

    საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამა – განათლების შესაძლებლობა სტუდენტებისთვის

    შსს საგანგებო განცხადებას ავრცელებს

    რამდენლარიან ბანკნოტს-მონეტას აყალბებდნენ ყველაზე მეტად

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

    როგორ აკავებენ აქციის მონაწილეს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    “სიკვდილი, კილავ, რუსეთს”

    გურია -ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ნაწილი

    მოკლედ მოთხრობილი ისტორია საფრანგეთში გატანილი განძის შესახებ

    „სიფრთხილე“

    „მე ვარ ქართველი და მაშასადამე, ვარ ევროპელი“

    1905 წელი გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,საფლავში ტრიალებენ ის ხევსურები, ამერიკის პრეზიდენტს წერილი რომ მიწერეს…” – ოქრუაშვილი

    „ამჯერად წერილობით გაუფრენია“ – გია ხუხაშვილი ტრამპისთვის კობახიძის მიერ გაგზავნილ წერილზე

    “ამიტომ აღარ მაქვს ქოცების ატანა” – ინგა გრიგოლია

    “მიწაზე დამაგდეს, მითხრეს: “თუ ისევ აქციაზე გამოჩნდები, უარესისთვის მზად იყავიო”

    „არ გამიგია კავკასიურ ერებში კაცი ჩიოდეს, ქალმა სილა გამაწნა და მეტკინაო“-მალხაზ მაჩალიკაშვილი

    “ივანიშვილი, თავისი მანერებით და ქმედებებით, გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ასლანს”- სააკაშვილი

  • 21-ს ქვევით

    ლანჩხუთის სასკოლო-სპორტული ოლიმპიადის გამარჯვებული გამოვლინდა

    ,,80 წელი ნაცისტური გერმანიის კაპიტულაციიდან”

    როდის დაიწყება რეგისტრაცია ეროვნულ გამოცდებზე და რა უნდა გაითვალისწინოთ

    ჩვენი პატარა ვირტუოზი, დათუნა გაბადაძე გაზაფხულის შემობრძანებას გვილოცავს

    სკოლის ნიშნებს გავლენა ექნება უმაღლესში ჩარიცხვაზე

    რამდენად შეიძენთ ევროს და დოლარს შაბათ-კვირას

  • მსოფლიო

    “გვაშფოთებს, რომ საქართველოში ევროპულ კონტინენტზე კიდევ ერთი დიქტატურა დამყარდება” _იუკნევიჩიენე

    თურქეთში, დღეს დაგეგმილ რუსეთ-უკრაინის შეხვედრის მონაწილეთა სიაში პუტინი არ არის

    ღაზაში ისრაელის საჰაერო იერიშებს, სულ მცირე, 84 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა – მათ შორის 22 ბავშვია

    ჰაკერებმა რუსეთის სასამართლოს ელექტრონულ არქივში 89 მილიონი აქტი გაანადგურეს

    პოდოლიაკის თქმით, ზელენსკი 15 მაისს, სტამბოლში მხოლოდ პუტინს შეხვდება

    “ძალიან უცნაური დუმილია” – ზელენსკი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

რაზე ისაუბრეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების საბჭოს მე-7 სხდომაზე

14:52; 7.09.2022
მსოფლიო
Share on FacebookShare on TwitterEmail

2022 წლის 6 სექტემბერს, ქ. ბრიუსელში, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების საბჭოს მე-7 სხდომა გაიმართა.

ასოცირების საბჭომ ხაზი გაუსვა 2022 წლის 23 ივნისის ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების ისტორიულ მნიშვნელობას, რომელმაც საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარა. მონაწილეება ხაზი გაუსვეს ევროპული საბჭოს მზაობას, საქართველოს მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი, როგორც კი ის შეასრულებს ევროკომისიის მოსაზრებაში განსაზღვრულ პრიორიტეტებს. საქართველოს და მისი მოქალაქეების მომავალი ევროკავშირშია. ამ კონტექსტში, ევროკავშირი მიესალმა საქართველოს პარლამენტში დაწყებულ მუშაობას და მოუწოდა მმართველ პარტიას, რომ სამოქალაქო საზოგადოებისა და საპარლამენტო ოპოზიციური ჯგუფების წარმომადგენლებთან ერთად ჩაერთოს ინკლუზიურ პროცესში. ევროკავშირმა ქართულ პოლიტიკურ ძალებს მოუწოდა გაერთიანებისკენ, ერთობლივი მუშაობისა და თანამშრომლობისკენ აღნიშნული პრიორიტეტების შესრულების მიზნით, რაც უმნიშვნელოვანეს ამოცანას წარმოადგენს.  ევროკავშირმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ევროპული გზა დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია. ევროკავშირი მზადაა, გამოიყენოს ყველა ინსტრუმენტი მის მხარდასაჭერად.

ასოცირების საბჭო მიესალმა საქართველო-ევროკავშირის 2021-2027 წწ. ასოცირების განახლებული დღის წესრიგის დამტკიცებას. დოკუმენტი მოიცავს ერთობლივად შეთანხმებულ პრიორიტეტებს, რომელთა მიზანია ასოცირების შეთანხმების განხორციელების ხელშეწყობა, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის ჩათვლით. ევროკავშირმა და საქართველომ კიდევ ერთხელ დაადასტურეს უწყვეტი ვალდებულება, ხელშესახები სარგებელი მოუტანონ საქართველოს მოქალაქეებს თანამშრომლობის ძირითად სფეროებში. ევროკავშირი მხარს დაუჭერს საქართველოს შეთანხმებული ამოცანებისა და პრიორიტეტების განხორციელების პროცესში.

ასოცირების საბჭომ განმეორებით დაადასტურა ვალდებულება, კიდევ უფრო გააძლიეროს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, მათ შორის ასოცირების შეთანხმების პოტენციალის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცესთან ერთად, სრულად ათვისების გზით. ასოცირების საბჭომ აღნიშნა, რომ ასოცირების შეთანხმებისა და მისი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის კომპონენტის ეფექტიანი განხორციელება, რაც უკავშირდება რეგულაციური დაახლოებისა და მასთან დაკავშირებული აუცილებელი რეფორმების უფრო ფართო პროცესს, ხელს უწყობს ევროკავშირთან გაძლიერებული ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობებისთვის შესაბამისი პირობების შექმნას, რითაც განაპირობებს საქართველოს შემდგომ ეტაპობრივ ეკონომიკურ ინტეგრაციას ევროკავშირის შიდა ბაზარზე, როგორც ეს გათვალისწინებულია ასოცირების შესახებ შეთანხმებით.

ევროკავშირი მიესალმა საქართველოს მიერ მთელი რიგი რთული რეფორმების გატარებას და ბევრ დარგში საკუთარი კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან წარმატებულ დაახლოებას. თუმცა, ევროკავშირმა მნიშვნელოვანი შეშფოთება გამოხატა რამდენიმე საკვანძო მიმართულებით 2021 წელს არსებითი პროგრესის ნაკლებობასა და ნეგატიურ განვითარებებთან დაკავშირებით. ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოს, გააორმაგოს ძალისხმევა დემოკრატიის შემდგომი კონსოლიდაციისა და პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების, კანონის უზენაესობის, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობისა და ანგარიშვალდებულებისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერების მიზნით. ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოს კიდევ უფრო გაზარდოს ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემა, მათ შორის გენედერული თანასწორობა და სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში უზრუნველყოს თანაბარი მოპყრობა მამაკაცებსა და ქალებისადმი, ასევე უმცირესობებს მიკუთვნილი პირების მიმართ განურჩევლად რელიგიისა თუ რწმენისა, რასისა, ეთნიკური თუ ეროვნული წარმოშობისა, სქესისა, ენისა, სექსუალური ორიენტაციისა, გენდერული იდენტობისა, შესაძლებლობისა და სხვა,  ასევე, ხაზი გაუსვა მედიის თავისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობას. დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები ძირეული პრიორიტეტებია, რომლებიც ევროპულ გზაზე საქართველოს წინსვლას განსაზღვრავს. ასოცირების საბჭო მიესალმა პროგრესს ადამიანის უფლებათა 2022-2030 წწ. სტრატეგიის შემუშავების პროცესში. ევროკავშირმა განმეორებით აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტში დაგეგმილი დისკუსიები ქმნის კარგ შესაძლებლობას ინკლუზიური მიდგომისათვის და ყველა ძირითად აქტორთან სათანადო კონსულტაციების საწარმოებლად.

ასოცირების საბჭომ განმეორებით აღნიშნა, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობის უმაღლესი სტანდარტების, სამართლიანი სასამართლოს უფლება და კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოს ძირეულ ვალდებულებებს წარმოადგენს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში. ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოს ეფექტიანად უზრუნველყოს სასამართლო და პროკურატურის ორგანოების დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა და ანგარიშვალდებულება და მიიღოს და განახორციელოს მართლმსაჯულების 2021 წლის შემდგომი ამბიციური რეფორმის სტრატეგია, რომელიც დაფუძნებული იქნება ფართო, ინკლუზიური და პარტიათშორისი კონსულტაციების პროცესზე, ევროპული სტანდარტებისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად.

ევროკავშირმა ხაზი გაუსვა, რომ საჭიროა, 2021 წლის 5 ივლისის თბილისი პრაიდის მარშის კონტექსტში, მედია-პროფესიონალების წინააღმდეგ ძალადობის ეფექტიანი და ეფექტური გამოძიების უზრუნველყოფა და პრევენციული ზომების გაძლიერება. ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოს ყველა დამნაშავის მართლმსაჯულებისთვის გადაცემისკენ და ამავდროულად, აღნიშნა ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები. ევროკავშირი მიესალმა, რომ 2022 წელს თბილისი პრაიდთან დაკავშირებულმა ღონისძიებებმა მშვიდობიან გარემოში ჩაიარა.

ევროკავშირმა დაადასტურა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ასოცირების საბჭომ კვლავ დაადასტურა მტკიცე ვალდებულება  საქართველოში კონფლიქტის გადაჭრისადმი, ყოვლისმომცველი მიდგომის ფარგლებში, მათ შორის არაღიარებისა და ჩართულობის შესახებ ევროკავშირის პოლიტიკისა და ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგზე სათანადო ყურადღების გამახვილების ჩათვლით. ასოცირების საბჭომ ხაზი გაუსვა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების კრიტიკულ მნიშვნელობას  რუსეთსა და საქართველოს შორის 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტიდან გამომდინარე გამოწვევებზე მუშაობისა და მათი გადაწყვეტის თვალსაზრისით.

ევროკავშირმა და საქართველომ დაგმეს რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს აფხაზეთის რეგიონს, ასევე ცხინვალის რეგიონს/სამხრეთ ოსეთს შორის გაფორმებული ინტეგრაციის ე.წ. „ხელშეკრულებების“ შემდგომი განხორციელება და რუსეთის სხვა უკანონო ქმედებები ამ რეგიონებში, მათ შორის მილიტარიზაციის გაძლიერება და ადმინისტრაციული გამყოფი ხაზების გასწვრივ მავთულხლართების აღმართვა, რომლებიც არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ასოცირების საბჭომ შეშფოთება გამოთქვა საქართველოს აფხაზეთის რეგიონსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე, განსაკუთრებით თვითნებურ დაკავებებზე, თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვაზე, საკუთრების უფლებისა და მშობლიურ ენაზე სწავლის უფლების დარღვევაზე, ეთნიკური ნიშნით ქართველების დისკრიმინაციასა და საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის მოსპობის ფაქტების კუთხით დაუსჯელობაზე. ასოცირების საბჭომ ხაზი გაუსვა შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების მექანიზმებისთვის, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისთვის შეუფერხებელი წვდომის უზრუნველყოფას საქართველოს აღნიშნულ ორივე რეგიონში. ასოცირების საბჭომ ხაზგასმით აღნიშნა გამყოფ ხაზების ორივე მხარეს ხალხთაშორისი კონტაქტებისა და  ნდობის აღდგენისკენ მიმართული ზომების მხარდაჭერის მნიშვნელობა.

ასოცირების საბჭომ განმეორებით აღნიშნა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება 2008 წლის აგვისტოს საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის შეიარაღებულ კონფლიქტსა და მის შედეგებთან დაკავშირებით, რომელმაც დაადგინა, რომ 2008 წლის 12 აგვისტოს შემდეგ რუსეთის ფედერაციამ, ახორციელებს რა ეფექტურ კონტროლს საქართველოს აფხაზეთის რეგიონსა და ცხინვალის რეგიონზე/სამხრეთ ოსეთზე, დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რიგი დებულებებისა.

ასოცირების საბჭომ განმეორებით დაადასტურა რუსეთის ფედერაციის ვალდებულება, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება და გამოხატა მოლოდინი, რომ რუსეთის ფედერაციამ უნდა გაიყვანოს  თავისი სამხედრო ძალები საქართველოს ტერიტორიიდან და დაუშვას უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა ადგილზე. საბჭომ ხაზი გაუსვა იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა მუდმივ საცხოვრებელ ადგილებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების ვალდებულებას.

ასოცირების საბჭომ უძლიერესი ფორმით დაგმო რუსეთის არაპროვოცირებული და გაუმართლებელი აგრესიული ომი უკრაინაში და გამოთქვა თანხმობა, გააგრძელოს თანამშრომლობა საერთაშორისო ფორმატში რუსეთის პასუხისგებისთვის. საქართველომ განმეორებით აღნიშნა ვალდებულება, რომ გააგრძელოს მაქსიმალური ძალისხმევა სანქციებისგან თავის არიდების აღსაკვეთად. ევროკავშირმა და საქართველომ აიღეს ვალდებულება, საქართველო-ევროკავშირის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის მიზნების შესაბამისად, გააგრძელონ მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოს საერთო მედეგობის გასაძლიერებლად.

ევროკავშირმა განმეორებით დაადასტურა საქართველოსადმი მხარდაჭერა ჰიბრიდული და კიბერ საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლაში და ასევე, შემდგომი ჩართულობა სტრატეგიულ კომუნიკაციებსა და დეზინფორმაციასთან ბრძოლის პროცესში. ამ კონტექსტში, ევროკავშირმა შეშფოთება გამოხატა გაზრდილ ანტი-დასავლურ დეზინფორმაციასა და რიტორიკასთან დაკავშირებით, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას, – გზას, რომელსაც მხარს უჭერს საქართველოს მთავრობა და ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობა.

ევროკავშირმა აღიარა საქართველო, როგორც ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი რეგიონში და ხაზი გაუსვა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის მნიშვნელობას საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში. ევროკავშირი მიესალმა საქართველოს მონაწილეობის გაგრძელებას ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში კრიზისის მართვის ოპერაციებსა და მისიებში, კერძოდ ევროკავშირის სამხედრო წვრთნის მისიაში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში და ევროკავშირის საწვრთნელ მისიაში მალის რესპუბლიკაში.

ასოცირების საბჭო მიესალმა კოვიდ-19-ით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის წარმატებით დაძლევას, რის შედეგადაც 2021 წელს საქართველოს მშპ გაიზარდა 10.4%-ით და ეს პოზიტიური ტენდენცია გაგრძელდა 2022 წლის პირველ თვეებშიც. ასოცირების საბჭომ განმეორებით აღნიშნა ევროკავშირის წვლილი 2020-2021 წწ. საქართველოს მაკროეკონომიკური სტაბილურობასა და საერთო მედეგობაში.

ასოცირების საბჭო მიესალმა იმ ფაქტს, რომ ევროკავშირი რჩება საქართველოს უდიდეს სავაჭრო პარტნიორად და რომ ქართული ექსპორტი ევროკავშირში გაიზარდა. ასოცირების საბჭომ ხაზი გაუსვა საერთო ამბიციას, რომ გაიზარდოს საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო ტვირთბრუნვა, მათ შორის სავაჭრო ბარიერების, მიზნობრივად, შემდგომი გაუქმების გზით. ასოცირების საბჭო მიესალმა საქართველოს მიერ სახელმწიფო შესყიდვების საგზაო რუკის პირველი ფაზით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულებას, მათ შორის დავების გადაწყვეტის ახალი ორგანოს ჩამოყალიბებას, რამაც შედეგად ბაზარზე გაზრდილი წვდომა მოუტანა მას.

ასოცირების საბჭომ ხაზი გაუსვა საქართველოსა და ევროკავშირს შორის დაკავშირებადობის გაზრდის მნიშვნელობასა და საერთო ინტერესს ისეთ ძირითად სფეროებში, როგორიცაა ტრანსპორტი, ენერგეტიკა და ციფრული სექტორი, და განმეორებით აღნიშნა აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის ფარგლებში შეთანხმებული საფლაგმანო ინიციატივების პოტენციალი. ასოცირების საბჭომ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს, როგორც ერთ-ერთი მთავარი პარტნიორის როლს ევროპის ენერგოუსაფრთხოებაში და განსაკუთრებით აღნიშნა ქვეყნის სატრანზიტო ფუნქცია კასპიის ნახშირწყალბადის რესურსების მიწოდებაში სამხრეთის გაზის დერეფნის გავლით. ამ კონტექსტში, ევროკავშირმა განმეორებით დაადასტურა შავი ზღვის მნიშვნელობა.

ევროკავშირი მიესალმა საქართველოს ინტერესს ევროს ერთიანი გადახდის სისტემაში გაწევრიანების კუთხით და გამოხატა სურვილი, დაეხმაროს საქართველოს კრიტერიუმების დაკმაყოფილებაში. ევროკავშირი ასევე მიესალმა საქართველოს დაინტერესებას ევროკავშირის ერთიანი ბაზრის პროგრამაში მონაწილეობასთან დაკავშირებით. ასოცირების საბჭო მიესალმა საქართველოს ასოცირებას ევროკავშირის საბაჟო და საგადასახადო (Fiscalis) პროგრამებთან.

ევროკავშირი მიესალმა საქართველოს ნაბიჯებს უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში ევროკომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების პროცესში და მოუწოდა მას, გააგრძელოს მუდმივი ძალისხმევა, მათ შორის თავშესაფრის უსაფუძვლო განაცხადების საკითხის გადაჭრისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. ევროკავშირი მიესალმა „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან დროებითი გასვლის და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ” საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების აღსრულებას.

ასოცირების საბჭომ ხაზი გაუსვა აღმოსავლეთ პარტნიორობის, როგორც რეგიონული ფორმატის, მნიშვნელობას და რეგიონში არსებულ რეალობებთან მისი ადაპტირების საჭიროებას.

ევროკავშირმა მადლიერება გამოხატა საქართველოს ძლიერ ჩართულობას „ერასმუს+“, „ჰორიზონტი ევროპის“ და „შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამებში.

სხდომას თანა-თავმჯდომარეობდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი.  

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

მსოფლიო

“გვაშფოთებს, რომ საქართველოში ევროპულ კონტინენტზე კიდევ ერთი დიქტატურა დამყარდება” _იუკნევიჩიენე

12:30; 15 მაისი, 2025
მსოფლიო

თურქეთში, დღეს დაგეგმილ რუსეთ-უკრაინის შეხვედრის მონაწილეთა სიაში პუტინი არ არის

11:51; 15 მაისი, 2025
მსოფლიო

ღაზაში ისრაელის საჰაერო იერიშებს, სულ მცირე, 84 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა – მათ შორის 22 ბავშვია

10:33; 15 მაისი, 2025
მსოფლიო

ჰაკერებმა რუსეთის სასამართლოს ელექტრონულ არქივში 89 მილიონი აქტი გაანადგურეს

10:20; 15 მაისი, 2025
მსოფლიო

პოდოლიაკის თქმით, ზელენსკი 15 მაისს, სტამბოლში მხოლოდ პუტინს შეხვდება

12:05; 13 მაისი, 2025

ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე - „მგლის თავზე სახარების კითხვას“ ჰგავს

ქმარმა ცოლი განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა

ყველა სიახლე

საზოგადოება

როგორ ისჯება ადამიანების დახმარება საქართველოში: სოლიდარობის ფონდების დევნა

13:32; 16.05.2025
ფინანსები

წარმატება გზაშია – მთავარია გჯეროდეს- თიბისი ბიზნესდაჯილდოება 2025 იწყება

13:24; 16.05.2025
ზაფრანი

მწვანე პომიდორის სამკურნალო თვისებები   

12:46; 16.05.2025
საზოგადოება

მდინარის მიმდებარედ გზა ჩაინგრა და ავტომობილი ჩაიყოლა

12:39; 16.05.2025
ზაფრანი

პროდუქტები, რომლებიც სწრაფად გვაბერებს

12:22; 16.05.2025
სამართალი

საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის 5 მოქალაქე დააკავეს

12:03; 16.05.2025
სამართალი

“პოვერა”, “გეგე”- “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 8 პირი დააკავეს, 2 “კანონიერი ქურდია”

11:47; 16.05.2025
საზოგადოება

უქმე დღეები ამინდის სიურპრიზებით იქნება სავსე _ ამინდის პროგნოზი კობა ფარტენაძისგან

11:33; 16.05.2025
სამართალი

ზუგდიდში ავარიის შედეგად დაშავებული არასრულწლოვნებიდან ერთ-ერთის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა | ის თბილისში გადაიყვანეს

11:03; 16.05.2025
მთავარი

როგორი ამინდი იქნება საქართველოში | სინოპტიკოსების პროგნოზი

10:06; 16.05.2025
საზოგადოება

“ადიდებულმა მდინარემ შემოვლითი გზა დააზიანა, აკრძალულია მოძრაობა”

8:38; 16.05.2025
მთავარი

რა ეღირება ევრო და დოლარი 16 მაისს

21:47; 15.05.2025
სპორტი

“ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა” – სავიოლა

21:19; 15.05.2025
პოლიტიკა

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების უხეში შელახვის ფაქტებზე რამდენიმე პირი გამოჰკითხა

21:00; 15.05.2025
პოლიტიკა

“ოპოზიციურ პარტიებს შორის არსებობს მნიშვნელოვან საკითხებზე შეთანხმება”- ლევან ხაბეიშვილი

20:23; 15.05.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

ახალი წელი… მაისში

14:10; 5.05.2025
0

რომის პაპის დაკრძალვაზე ტრამპმა ყაველაშვილს ხელი აუწია _ ფეიკი თუ სინამდვილე

14:29; 26.04.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,საფლავში ტრიალებენ ის ხევსურები, ამერიკის პრეზიდენტს წერილი რომ მიწერეს…” – ოქრუაშვილი

14:52; 13.05.2025
0

„ამჯერად წერილობით გაუფრენია“ – გია ხუხაშვილი ტრამპისთვის კობახიძის მიერ გაგზავნილ წერილზე

12:35; 13.05.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო