რეუნონის კუნძულებზე, ინდოეთის ოკეანეში ზვიგენმა 26 წლის სერფერი იმსხვერპლა. აღნიშნულ ინფორმაციას FRANCE 24 ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, 2011 წლიდან დღემდე ეს უკვე მეოცე შემთხვევაა, რომელთაგან 8 ფატალურად დასრულდა.
ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, უბედური შემთხვევა მაინც მოხდა, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე წყალში შესვლა აკრძალულია.