“ბათუმელების” ინფორმაციით, რეზო კიკნაძემ სასამართლოში საბრალდებო სკამიდან მერაბ დვალიშვილს მიმართა.
„მერაბ დვალიშვილს სინდისის პატიმრები უხსენეს და ვერ მიხვდა, ვერ გაიგო. მინდა ავუხსნა, რატომ ვართ აქ. დაგვიჭირეს აქციაზე, ევროპულ მომავალს ვითხოვდით. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი ქვეყნის მეგობარი იყოს ევროპა და ამერიკა. ის ამერიკა, რომელიც ძალიან გიყვარს შენ. არ გვინდა, რუსეთისკენ მივდიოდეთ. ამის გამო ვართ აქ და ამის გამო გვისჯიან 5, 6 და 7 წელს. ჩვენ მხარეს არის სიმართლე!“