აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აპირებს დადოს უკრაინის ხელისუფლებასთან შეთანხმება, რომლის მიხედვითაც კიევი მიიღებს ამერიკულ დახმარებას იშვიათი მეტალების სანაცვლოდ.
“ჩვენ ვაპირებთ დავდოთ შეთანხმება უკრაინასთან, რომლის ფარგლებშიც, ჩვენი დახმარების სანაცვლოდ ისინი მოგვაწვდიან იშვიათ მეტალებს და სხვა ნივთიერებებებს”, _ თქვა ტრამპმა ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს თეთრ სახლში.
ამავე დროს, მან, ასევე, განაცხადა, რომ რუსეთ-უკრიანის ომის დარეგულირების პროცესში მიღწეულია „დიდი პროგრესი“, თუმცა, დეტალები არ დაუზუსტებია.