ვარლამ გოლეთიანის განხადებით, „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგე აქციის მონაწილეები ხვალიდან, თბილისიდან, რიონის ხეობაში გადაინაცვლებენ.
„გადავწყვიტეთ, ხვალ ისევ ამ სცენიდან მივმართოთ დედაქალაქის მოსახლეობას და ზოგადად ამ ბრძოლაში ჩართულ ყველა ადამიანს. ამის შემდეგ უკვე დავიძრათ ხეობაში კოლონით აბსოლუტურად თავაწეულები და დიდი არგუმენტაციით, რომ მთლიანად გაშიშვლებულია ყველა პროცესი, რასაც ხელისუფლება სჩადის. ამიტომ, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, ხელი შევუშალოთ კომპანიის მუშაობას უშუალოდ რიონის ხეობაში და არ მივცეთ მათ საშუალება, გააგრძელონ ხეობის ნგრევა“, _ განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.