გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს რეგიონებში ხვალიდან გამოიდარებს.
დასავლეთ საქართველოში დღეს ჰაერის ტემპერატურა +6+11 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი, ხვალ +17 გრადუსამდე გათბება. აღმოსავლეთ საქართველოს რაიონებში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, სინოპტიკოსების ცნობით, ჰაერის ტემპერატურა +7+12 გრადუსი იქნება.
4 იანვარს უნალექო ამინდი იქნება საქართველოს უმეტეს რეგიონებში. აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა +13+18 გრადუსამდე გათბება, აღმოსავლეთ საქართველოში კი ტემპერატურის ნიშნული +7+ 12 გრადუსს მიაღწევს. ღამის საათებში აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მცირე ნალექია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ყველაზე თბილი 1 იანვარი თბილისში 1958 წელს (+15,5 °C) ხოლო ყველაზე ცივი 1898 წელს (-12,2 °C) აღინიშნა.