ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრი ახალ შენობაში მომავალ წელს გადავა. ამის შესახებ „გურია ნიუსს” რეჟისორმა დავით დოიაშვილმა განუცხადა.
რეჟისორის თქმით, შენობა, რომელიც წელს უნდა გახსნილიყო, მზად მარტში იქნება.
„თეატრის ახალი შენობა მზად მარტში იქნება. ამ ეტაპზე სამუშაოები მთავრდება,”_ ამბობს დოიაშვილი.
ცნობისთვის, ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრი აღამაშენებლის გამზირის 182-იდან 127 ნომერში, „რკინიგზელთა კულტურის სახლში“ გადაინაცვლებს, სადაც სარემონტო სამუშაოებს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, წელზე მეტია მიმდინარეობს.
სამუშაოები ითვალისწინებდა შენობა-ნაგებობის სრულ რესტავრაციას, ტექნიკური აღჭურვილობის მოწყობის საინჟინრო-საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას და პროექტის მიხედვით ტექნიკური აღჭურვისათვის საჭირო სამუშაოების ნაწილის განხორციელებას.