გასული დღეები საქართველოში არასტაბილური და გრილი ამინდით გამოირჩეოდა, ტემპერატურამ +30, +35 გრადუსიდან მნიშვნელოვნად დაიკლო და შუადღისთვის +25 გრადუსს არ აღწევდა, კონვექციური ღრუბლიანობა დომინირებდა და მზიან ფანჯრებს კოკისპირული წვიმა ენაცვლებოდა.
დღეს, დღის მეორე ნახევრიდან და ხვალ (16-17 ივნისი) დასავლეთში ყველგან და აღმოსავლეთში ზოგან მოსალოდნელია კვლავ ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი წვიმა, ელჭექის დროს კი ქარის ხანმოკლე გაძლიერება.
საქართველოში ოთხშაბათს – დღისით გამოიდარებს და მზიანი ამინდია მოსალოდნელი კვირის ბოლომდე.
გისურვებთ მხნეობას და სილაღეს.
წერს მეტეოროლოგი კობა ფარტენა.