2024 წლის 14 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით საქართველოში მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერა ჩატარდა.
როგორც სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში აცხადებენ, აღწერის ფარგლებში შეგროვდა მონაცემები მოსახლეობის რიცხოვნობისა და სქესობრივ-ასაკობრივი შემადგენლობის შესახებ, სხვადასხვა დემოგრაფიული და სოციალურ-ეკონომიკური მახასიათებლების მიხედვით.
გარდა ამისა, აღწერის ფარგლებში ასევე შეგროვდა ინფორმაცია, შინამეურნეობების სასოფლო-სამეურნეო აქტივობის შესახებ – მიწის სტრუქტურის, მრავალწლიანი ნარგავების და ვაზის ჯიშთა რაოდენობის, პირუტყვისა და ფრინველის სულადობის, ფუტკრის ოჯახების რაოდენობისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის გვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, აღწერის წინასწარი შედეგები ხელმისაწვდომი იქნება ივნისში, ხოლო საბოლოო შედეგები ერთი წლის შემდეგ, 2026 წლის ივნისში გახდება ცნობილი.