როგორც ცნობილია, 2024 წლის 14 ნოემბერს დაიწყო საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერა.
განსაზღვრული იყო, რომ აღწერა 2024 წლის 29 ნოემბერს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ის კიდევ გაგრძელდა.
დღეის მდგომარეობით, აღწერა დასრულებულია, თუმცა, არათუ საბოლოო შედეგები, წინასწარი მონაცემებიც არ არის გამოქვეყნებული.
„გურია ნიუსი“ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, გურიის ბიუროს ხელმძღვანელს , ბადრი რამიშვილს ესაუბრა.
_მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მხოლოდ წინასწარი მონაცემები გამოქვეყნდება 2025 წლის 25 ივნისს, _ გვითხრა მან.
კითხვაზე, თუ როდის გამოქვეყნდება საყოველთაო აღწერის სრული შედეგები, თქვა, რომ ეს 2026 წელს მოხდება.
გვირჩია ისიც, რომ თუ უფრო გვაინტერესებს აღწერის შედეგების შესახებ, ვეწვიოთ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებგვერდს და დეტალურად გავეცნოთ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის უფროსის ინტერვიუს…
ავტორი