ინსულტის თავიდან არიდების გზები:
დიაბეტი და სისხლის მაღალი წნევა განსაკუთრებით ზრდის რისკს ინსულტისას. ამისათვის აუცილებელია რომ ადამიანებმა, რომლებსაც აწუხებთ დიაბეტი და სისხლის მაღალი წნევა, აუცილებლად უნდა აკონტროლონ ეს ქრონიკული დაავადებები რომ მომავალში ინსულტის რისკი დაბალი იყოს
ხილის და მწვანე ან ყვითელი ბოსტნეულის ყოველდღიურად ჭამამ შეიძლება დაიცვას ორგანიზმი ინსულტისგან.
ისეთი საკვების ჭამა, რომელიც შეიცავს კალიუმს, ამცირებს ინსულტის რისკს. ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა რომ ადამიანები, რომლებიც იღებდნენ ყოველდღიურად 2,300მგ ნაკლებ კალიუმს ქონდათ 50% მეტი რისკი ინსულტის, ვიდრე მათი ვინც იღებდა კალიუმს ყოველდღიურად 4,100მგ-ზე მეტს. კალიუმის დიდი რაოდენობა არის შემწვარ კარტოფილში კანთან ერთად, იოგურტში, გრეიფრუტში, ფორთოხალში, ან ხილის წვენში, და ბანანში.
მწეველებს ეზრდებათ შანსი ჰემორაგიული ინსულტის ყოველჯერზე, რამდენჯერაც მოწევენ, – აცხადებს აშშ-ის ინსულტის ასოციაცია. 18 წლიანმა კვლევამ დაადგინა რომ მწევლებში ინსულტის რისკი ორმაგდება.
ადამიანები, რომლებიც არიან დიდი სტრესის ქვეშ, აქვთ ორჯერ მაღალი შანსი ინსულტისა, ვიდრე მათ, ვისაც სტრესული ცხოვრება არ აქვთ.