ზაფხულის სიცხეში, კომფორტულად ძილისთვის, იდეალური ვარიანტი კონდენციონერი და სპეციალური ჰაერის დამატენიანებელი მოწყობილობა არის. მაგრამ, თუ არც კონდენციონერი გვაქვს და არც დამატენიანებელი?
ასეთ შემთხვევაში, როგორც მედიკოსები გვირჩევენ, ძილის წინ, სახლში ფანჯრები უნდა გავაღოთ, ხოლო საძინებელში, – პირიქით, დავკეტოთ. ფანჯრებზე ფარდები ჩამოვაფაროთ და პულვილიზატორით წყალი მივასხუროთ. გარდა ამისა, კარგი იქნება, თუ საწოლთან ახლოს, ცივი წყლით სავსე თასსაც დავდგავთ. მართალია, ის ოთახს არ გააგრილებს, მაგრამ, ტენიანობას გაზრდის და სუნთქვა ბევრად უფრო ადვილი იქნება.
გარდა ამისა, ჰაერის მაღალი ტემპერატურის დროს, პლედის გარეშე უნდა გვეძინოს ან ბუნებრივი ქსოვილის, სელის ან ბამბის პლედები გამოვიყენოთ – ცხელ ამინდში, არ შეიძლება სინთეტიკური ქსოვილის სამოსის და პლედების გამოყენება, რადგან კანს სუნთქვა გაუჭირდება.
ზაფხულში, გაღვიძების დროს, დაღლილობის შეგრძნება რომ არ გვქონდეს და მხოლოდ კი არ დავიძინოთ, გამოვიძინოთ და ორგანიზმმა დაისვენოს კიდეც, შემდეგი რჩევები უნდა გავითვალისწინოთ:
ძილის წინ მივიღოთ ცხელი აბაზანა.
უნდა გამოვიყენოთ მართკუთხედის ფორმის კისრის ბალიში, ცენტრში ჩაღრმავებით.
ძილზე და მის ხარისხზე გავლენას კვების რაციონიც ახდენს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მასში ტრიპტოფანით მდიდარი პროდუქტები შედიოდეს. როგორებიცაა: ყველი, კვერცხი, რძე, თევზი, ინდაურის და ქათმის ხორცი, ლობიო, ოსპი, არაქისი.
ძილის წინ სასარგებლოა მომადუნებელი, სარელაქსაციო მუსიკის ან აუდიოწიგნის მოსმენა – ეს ტვინს ამშვიდებს და ორგანიზმს ძილისთვის განაწყობს.