ვერძი
ერთ-ერთი ზოდიაქოს ნიშანია, რომელიც ქორწინების შემდეგ ხასიათს და ქცევებს, ფაქტობრივად, არ იცვლის. ხშირ შემთხვევაში, როგორიც მანამდე იყო, იმავე პიროვნებად რჩება.
გახსოვდეთ, არ შეიქმნათ იმის ილუზია, რომ ვერძი რომელიმე საკითხთან მიმართებაში გამოსწორდება. მისთვის ქორწინების მოწმობაზე ბეჭედი მხოლოდ ფორმალობა შეიძლება იყოს. მას ძალიან უყვარს მბრძანებლობა და მითითებები. თქვენ შეგიძლიათ თავად დააკვირდეთ ნაცნობ წყვილებს, რომლებშიც ვერძიც არის. შეიცვალა ვერძი? რა თქმა უნდა, არა. თუ მსგავსი წყვილი ახლოს არ გეგულებათ, მაშინ ცნობილი ადამიანების მაგალითზე შეგიძლიათ იმსჯელოთ. სხვანაირი გახდა ის? თუ თქვენ იშვიათი გამონაკლისი აღმოაჩინეთ, ეს ძალიან საინტერესო იქნება. რა რჩევა უნდა მივცე, მათ ვინც გადაწყვიტა, რომ ცხოვრება ვერძს დაუკავშიროს? პირველ რიგში, ვერძს შეუქმენით თავისი პირადი სივრცე. აუცილებელია, ჰქონდეს სამუშაო ადგილი, დაკავებული იყოს საყვარელი საქმით და შეეძლოს დასვენება.
კურო
ზოდიაქოს ნიშნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული პარტნიორია. იგი საიმედოა და მხოლოდ იშვიათ შემთხვევაში შეიძლება მივიდეს საქმე ურთიერთობის დასრულებამდე. კუროს მიზეზების არსებობა უბიძგებს იმისკენ, რომ ურთიერთობაში დროებით პაუზა აიღოს. თუ მსგავსი სიტუაციის მომსწრე ხართ, შეგიძლიათ კომენტარის სახით გაგვიზიაროთ.
კურო მამაკაცი ზოგჯერ არაერთგვაროვანია. ამიტომ მისი დაკმაყოფილება რთულია. თუ მას არ სჭირდებით, ნაკლებსავარაუდოა, რომ რაიმე სახის დათმობაზე წავიდეს. კუროსთვის უმნიშვნელოვანესია კომფორტი – მისთვის ეს ოჯახურ კეთილდღეობასაც უკავშირდება. კურო მამაკაცისთვის ბავშვებიც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს უდიდესი სიხარულია მის ცხოვრებაში. ამ ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული კაცები მზრუნველი, მოსიყვარულე, ალერსიანი მშობლები არიან.
ტყუპები
ეს სწორედ ის ზოდიაქოს ნიშანია, რომლის ქორწინებაში წარმოდგენაც რთული საქმეა. თუ თქვენ ტყუპებთან ურთიერთობის საკმარისი გამოცდილება გაქვთ, მაშინ ისიც გეცოდინებათ, რომ მათ შორის ძალიან ცოტას თუ აქვს გრძელვადიანი ურთიერთობა და ოჯახი.
თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათთან ოჯახის შექმნა შეუძლებელია.
მას ძალიან უყვარს სახლი და ზოგადად, თავისუფლება. როგორც წესი, ურთიერთობაში უფრო ქალი მიდის დათმობაზე, ვიდრე თავად ტყუპი მამაკაცი. თუ თქვენ იცნობთ ტყუპ კაცს, რომელიც ამ სტერეოტიპისგან განსხვავდება, კომენტარებში მოგვიყევით ამის შესახებ.
კიბო
ეს სწორედ ის მამაკაცია, რომელსაც სპეციალური მიდგომა სჭირდება. მათთვის ოჯახური თანაცხოვრება ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯს უდრის. თუ მას ცოლი მოჰყავს, როგორც წესი, ეს საიმედო ურთიერთობაა, რომელიც ქარიშხალსაც უძლებს. უცხოელი წყვილების მაგალითიც დაგეხმარებათ იმაში, რომ დაინახოთ, რამდენად სიღრმისეული მიდგომა შეიძლება ჰქონდეს კიბო მამაკაცს ურთიერთობის მიმართ. ბავშვებთან მიმართებაში ისინი ბოლომდე სანდოები არ არიან. ამიტომ საჭიროა, რომ მუდმივი მონიტორინგი აწარმოოთ.
ლომი
მას ცეცხლოვანი და ძლიერი ხასიათი აქვს. ქორწინების შემდგომ სახლში თავიანთ წესებს დანერგავენ და ეცდებიან, ყველაფერი მათი კონტროლის ქვეშ მოექცეს. ერთი მხრივ, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ლომი მამაკაცი საკმაოდ კონფლიქტურია, რაზეც მისი ცეცხლოვანი ხასიათიც პირდაპირ მეტყველებს.
ლომებს ცხოვრების ძალით გართულებაც გამოსდით, მაგრამ როგორც აფეთქება შეუძლიათ, ისევე ძალუძთ დამშვიდება და წყნარ, მშვიდ ადამიანად გარდაქმნა.
ქალწული
მამაკაცი, რომელსაც ადვილად შეუძლია თქვენზე შთაბეჭდილების მოხდენა. ის სულაც არაა მოსაწყენი და პრაგმატული. ქალწულს ურთიერთობაში და ზოგადად, ყველა სფეროში, სტაბილურობის შენარჩუნება შეუძლია. მონაწილეობას იღებენ საოჯახო საქმეებში, აქვთ საკმარისი შემოსავალი, ეხმარებიან ნათესავებს რთულ სიტუაციაში. თუმცა, ქალბატონები, რომლებიც მათ გვერდით არიან, ამბობენ, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ მონეტის ერთი მხარეა.
მიუხედავად იმისა, რომ ქალწული საუკეთესო მოტივატორია, ხშირად უხეში და უტაქტოც კი არის. ასეთ დროს ის შეიძლება დესპოტად იქცეს და კრიტიკასაც არ მოერიდოს.
სასწორი
ეს ის ადამიანია, რომლის პირადი ცხოვრების შესახებაც რამე განსაკუთრებულს ვერასდროს ვერ იტყვი. საქმე იმაშია, რომ ამ ნიშნით დაბადებული მამაკაცები ძალიან დამოკიდებულები არიან თავიანთ პარტნიორზე.
ყველაზე მეტად მათ არ სურთ, რომ პასუხისმგებლობა მხოლოდ საკუთარ თავზე აიღონ. პარტნიორმა მას სტიმული უნდა მისცეს, რომ შექმნას კომფორტი, რომელშიც თავს დაცულად იგრძნობს. შეიძლება გახდეს სამაგალითო ქმარი ან ქორწინება თავისი უმოქმედობით დანგრევის პირას მიიყვანოს.
მორიელი
ერთ-ერთ ყველაზე რთულ ნიშნად ითვლება. ეთანხმებით ამას? თქვენი აზრით, რა თვისებები გამოარჩევთ მათ? თუ ასტროლოგიის მიხედვით დავიწყებთ საუბარს, პირველ რიგში, შეგვიძლია მისი უმთავრესი თვისებები განვსაზღვროთ. ისინი ხშირად შეუთავსებლები არიან, რასაც განაპირობებს ის, რომ არაპროგნოზირებადები ხდებიან. მათთან ურთიერთობა მარტივი სულაც არაა. შეიძლება ძალიან მომთხოვნებიც გახდნენ და ხანდახან აგრესიაც გამოავლინონ. მიუხედავად ამისა, თუ მონდომებით ეცდებით მასთან საერთო ენის გამონახვას, მაინც გამოგივათ. მთავარია, მისით დაინტერესდეთ და მაშინ იმდენად აღარ შეგაშინებთ მისი რთული მხარეები. ბავშვებთან ურთიერთობისას მორიელები მასწავლებლებს ემსგავსებიან, მაგრამ უნდა ითქვას, რომ მათი მეთოდები საკმაოდ მკაცრია.
მშვილდოსანი
ცოტა ურთიერთგამომრიცხავი ნიშანიც კი არის, როცა საქმე სექსსა და ოჯახურ ცხოვრებას ეხება. ნაკლებად სანდოები არიან.
არარომანტიკულობის მიუხედავად, იგი ახლობლების და ერთგული მეგობრების მიმართ ყურადღებიანია. განსაკუთრებით, მის მიმართ, ვინც მისი უახლოესი ადამიანია ოჯახში. ზოგჯერ მშვილდოსანი მამაკაცი თავად ემსგავსება მოზარდს და ეს მაშინ, როცა უკვე შვილები ჰყავს.
თხის რქა
მათ ხშირად იხილავთ იდეალური პარტნიორის როლში, მაშინ, როცა საქმე ქორწინებას ეხება. ტოლერანტული, მეგობრული და საძაგელია. ძირითადად, სტაბილური შემოსავალი აქვს. მზრუნველი ქმარია და ოჯახს მხარში უდგას. ერთი შეხედვით ყველაფერი სრულყოფილია. თუმცა, როგორც სხვა ნიშნების შემთხვევაში, აქაც არსებობს მედლის მეორე მხარე. ფაქტია, რომ ის ნაკლებადაა მგრძობიარე და ემოციური. მათ ხშირად აქვთ პრობლემები იმ ქალებთან, რომლებიც ემოციებსა და ვნებას ელიან პარტნიორისგან.
თხის რქას ზოგჯერ მარტოობა სჭირდება და ეს მისი მეგზურისთვის გამაღიზიანებელი ხდება.
მასთან სწორედ ამ მიზეზთა გამო არ შეიძლება ზოგიერთი ზოდიაქოს ნიშნის ურთიერთობა.
თუ თქვენ მასზე რაიმე საიდუმლო იცით, გაგვანდეთ.
მერწყული
ამ ნიშნის წარმომადგენელი გრძელვადიანი ურთიერთობის მაძიებელია. ისინი ნებაყოფლობით იღებენ მონაწილეობას საყოფაცხოვრებო საქმეებში და ადვილად პოულობენ საერთო ენას ბავშვებთან.
მერწყულები აფასებენ თავიანთ თანამგზავრს და უყვართ.
ისინი არ არიან მიდრეკილნი ღალატისკენ და სწორედ ამიტომ პატიება უჭირთ.
არსებობს გარკვეული დაბრკოლებები, რომლებიც პარტნიორთან მიმართებაში წარმოიქმნება.
ჰაერის სტიქია აიძულებს მერწყულს, რომ შეიცვალოს და სიახლეებისკენ უბიძგებს.
თევზები
ისინი, როგორც წესი, არ მოქმედებენ იმისთვის, რომ საყვარელ ადამიანთან ერთად მთელი ცხოვრება გაატარონ. პასიური ადამიანები არიან. შეუძლიათ ზრუნვა, სითბოსა და გრძნობების გამოხატვა. ამასთან ერთად, გულწრფელებიც არიან. თუმცა, ამ მამაკაცის პარტნიორი იძულებული გახდება, რომ საკუთარ თავზე სხვადასხვა სახის პასუხისმგებლობა აიღოს.
ამავდროულად, თევზები ძალიან მკაცრი ნიშანია, რომელიც მუდმივად ყურადღებას საჭიროებს მეგზურის მხრიდან. თქვენ უნდა იქონიოთ მოთმინება, იყოთ ზუსტები და დელიკატურები. ეს ყოველივე დაგეხმარებათ იმაში, რომ თევზთან ჰარმონიული ურთიერთობა დაამყაროთ.
რა თქმა უნდა, ეს ზოგადი ხედვაა. თუმცა ასტროლოგია ამოუწურავი მეცნიერება გახლავთ, რომელიც დიდი ცოდნის საფუძველსა და მრავალფეროვან ნიუანსებზეა აგებული.
ავტორი