იოლი მეთოდები იმისთვის, რომ საოცნებო მამაკაცის გულის მოგების შანსი გაზარდოთ.
მაღაზიაში ჩასვლის დროსაც კი ეცადეთ, მოწესრიგებულები იყოთ და ლამაზად გამოიყურებოდეთ, რადგანაც არავინ იცის გზად ვის გადაეყრებით. გახსოვდეთ, რომ პირველი შთაბეჭდილება ძალიან ბევრს ნიშნავს და თუ ყოველთვის კარგად გამოიყურებით, იზრდება შანსები იმისა, რომ სწორედ „მას“ შეხვდეთ და მოხიბლოთ.
გამართეთ მხრები და ივარჯიშეთ სარკის წინ სიარულის მანერის დასახვეწად. ლამაზად სიარული ქალს თავდაჯერებულობას ჰმატებს, თავდაჯერებულობა კი ის მახასიათებელია, რომელიც კაცებს ძალიან ხიბლავთ.
თუ მოღუშული სახით დადიხართ, არასოდეს იღიმით, ჩათვლიან, რომ არ გსურთ ურთიერთობა. ასევე, ვერავის მოხიბლავთ, თუ თავი მუდამ სმარტფონში გაქვთ ჩარგული. გადადეთ ელექტრონული მოწყობილობები და გაიღიმეთ უფრო ხშირად.
ყურადღების მისაპყრობად არ არის საჭირო გარშემომყოფებს შორის ყველაზე ხმამაღლა ისაუბროთ.
თუ ვერ ახერხებთ სასურველ მამაკაცს აგრძნობინოთ თქვენი სიმპათიები, თვალებით კონტაქტი ამისთვის საუკეთესო საშუალებაა. ამ მეთოდით მიახვედრებთ მას, რომ დაინტერესებული ხართ. იყავით ბუნებრივები. გვერწმუნეთ, თვალებით რამდენიმეწამიანი კონტაქტიც საკმარისია.
თუ მეგობრებთან ერთად ხართ და სასურველი მამაკაციც ახლოსაა, მოიქეცით ისე, რომ რამდენიმე წუთით მარტო დარჩეთ. ზოგიერთი კაცი ვერ გამოხატავს სიმპათიებს მაშინ, როცა გარშემო ბევრი ადამიანია.
კაცებში კოდურადაა მცველის ინსტიქტი და თუ აგრძნობინებთ, რომ მისგან დაცვა, ან დახმარება გჭირდებათ, მარტივად მიიპყრობთ ყურადღებას.
პირველ რიგში საკუთარი თავი უნდა მიიღოთ ისეთი, როგორც სინამდვილეში ხართ.