ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა კარდიოლოგებმა განაცხადეს, რომ გულის ჯანმრთელობისთვის აუცილებელია ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების, ვიტამინებისა და მინერალების, ასევე ანტიოქსიდანტების შემცველი საკვების მიღება.
გულისთვის ყველაზე სასარგებლო პროდუქტი ცხიმოვანი თევზია – ქაშაყი, ორაგული, სკუმბრია. ამ პროდუქტში შემავალი პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები ხელს უშლის ქოლესტერინის დაგროვებას. მან რეკომენდაცია გაუწია მიირთვათ ცხიმიანი თევზი კვირაში ორჯერ მაინც.
რაციონში აუცილებლად უნდა იყოს თხილი და თესლი. ეს საკვები ასევე მდიდარია პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავებით, ასევე ვიტამინებით, რომლებიც ამცირებენ ქოლესტერინს და ანთებით პროცესს. მაგალითად, ყოველდღიურად მხოლოდ 30 გრამი ნუშის, გოგრის და სელის თესლის ჭამას შეუძლია გააუმჯობესოს გულის მუშაობა.
ამერიკელმა ექიმებმა რეკომენდაცია გაუწიეს უფრო მეტი ბოსტნეულისა და ხილის ჭამას ანტიოქსიდანტებით (მწვანე ბოსტნეული, ციტრუსები, კენკრა), მარცვლეული ბოჭკოვანებით და B ვიტამინებით.
ამავე დროს მათ დაასახელეს ორი მომაკვდინებელი კვებითი ჩვევა, – გაზიანი სასმელების რეგულარული მოხმარება და ომეგა -6 დეფიციტი ზრდის ინსულტის რისკს.
ინსულტის ყველაზე საშიში ფაქტორებია მაღალი ქოლესტერინი, ჰიპერტენზია, ჭარბი წონა და არააქტიური ცხოვრების წესი.

































































