რუსეთი ორ ბრიტანელ დიპლომატს ჯაშუშობის ბრალდებით ქვეყნიდან აძევებს.
ria novost-ის ინფორმაციით, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური აცხადებს, რომ ორმა დიპლომატმა მიაწოდა ყალბი პერსონალური მონაცემები ქვეყანაში შესვლის ნებართვის მოპოვებისას და ჩართული იყო სავარაუდო დაზვერვაში და დივერსიულ საქმიანობაში, რომელიც საფრთხეს უქმნიდა რუსეთის უსაფრთხოებას.
რია ნოვოსტის ცნობით, მიღებულია გადაწყვეტილება დიპლომატებისთვის აკრედიტაციის გაუქმების შესახებ და მათ ორ კვირაში რუსეთის დატოვება დაევალათ.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ცალკე განცხადება გააკეთა და განაცხადა, რომ დაიბარა ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენელი.
„მოსკოვი არ მოითმენს არადეკლარირებული ბრიტანელი დაზვერვის ოფიცრების ქმედებებს რუსეთის ტერიტორიაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.
საპასუხო განცხადება გააკეთა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც.
„ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა რუსეთი ბოროტი და უსაფუძვლო ბრალდებებს აყენებს ჩვენს თანამშრომლებს“,_ აცხადებს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
წყარო: ap