„აღდგომის დილის მდგომარეობით, შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ რუსული არმია ცდილობს შექმნას ცეცხლის შეწყვეტის ზოგადი შთაბეჭდილება, ხოლო ზოგიერთ რაიონში ჯერ კიდევ აგრძელებს იზოლირებულ მცდელობებს წინსვლისა და უკრაინისთვის ზარალის მისაყენებლად. კურსკის რეგიონში რუსეთის ძალებმა განახორციელეს საარტილერიო დარტყმები და გამოიყენეს დრონები. ყველგან ჩვენი მეომრები პასუხობენ ისე, როგორც იმსახურებს მტერი, კონკრეტული საბრძოლო სიტუაციიდან გამომდინარე. უკრაინა გააგრძელებს სიმეტრიულ მოქმედებას”,_ წერს ტელეგრამზე უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
როგორც ukrinform იუწყება, 19 აპრილს რუსეთის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა გამოაცხადა სააღდგომოდ ცეცხლის შეწყვეტა უკრაინის წინააღმდეგ ომში.
თუმცა, იმავე საღამოს უკრაინამ განაცხადა, რომ თავდასხმები გრძელდება. კონკრეტულად, პუტინის სააღდგომო განცხადება არ ეხებოდა კურსკისა და ბელგოროდის რეგიონებს და აქტიური ბრძოლა გაგრძელდა ფრონტის ხაზის სხვა სექტორებში.