რუსეთის ქალაქ კემეროვოში ფეიერვერკების საწყობი დაიწვა. ადგილობრივი მედიის ცნობით, დღის განმავლობაში, ხანძრის ადგილას ფეიერვერკები ფეთქდებოდა, რისი ხმაც მთელ ქალაქში ისმოდა.
მედია წერს, რომ შემთხვევის შედეგად შენობა ჩამოინგრა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ საწყობის ტერიტორიაზე ბუნებრივი აირის ავზებიც ინახებოდა.
„ხანძარს მეორე ხარისხის სირთულე მიენიჭა. დაზარებულებზე ინფორმაცია არ არის“, – ნათქვამია მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.