დღეს საბა სხვიტარიძის სასამართლო პროცესია, რომელიც “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” განცხადებით, უკვე ორი თვეა უკანონო პატიმრობაში იმყოფება.
“მას ბრალად ედება პოლიციელზე თავდასხმა, თუმცა საქმის მასალები სავსეა წინააღმდეგობებით, გაყალბებული მტკიცებულებებით და ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ანგარიშსწორების ნიშნებით”,_ აცხადებს საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო.
საბა სხვიტარიძე ოპოზიციური პარტიის „ახალი“ წევრია, ყოფილი სამოქალაქო აქტივისტი და ადამიანის უფლებების დამცველი. იგი აქტიურად მონაწილეობდა „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქციებში და სტუდენტურ მოძრაობებში.