„6 თვე დაჭირდა შეთანხმების მიღწევას, ბოიკოტის პირობებში, უმნიშვნელოვანესს საკითხზე რომელიც არის საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილება ისეთ უმნიშვნელოვანეს საკითხზე რომელიც არის სასამართლოს რეფორმა. ამას დაჭირდა ძალიან დიდი ძალისხმევა, ჩვენი ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების ჩართულობა. 6 თვე, როცა „ქართულ ოცნებას”, მმართველო ძალას ამისათვის ჰქონდა 8 წელიწადი.
მე მინდა გითხრათ,რომ დღეს არ ვაპირებდი გამოსვლას, ვიფიქრე შევეგუები, გავიგებ რა ხდება ზოგადად პარლამენტში.მინდა გითხრათ, რომ პირველად ვარ 30 წლის შემდეგ პარლამენტში, როცა დაქირავებული ვარ ქართველი ხალხისა და ამომრჩევლის მიერ. მხოლოდ და მხოლოდ ამიტომ ვარ ახლა თქვენთან.
ამ 8 წლის განმავლობაში, ქვეყანა მოექცა ჩაკეტილ წრეში. ჩაკეტილ წრეში საიდანაც გამოსავალი არ ჩანს თუ ყველაფერი ასე გაგრძელდება. ყველაზე მთავარი, ამ პროცესში, ადამიანი იქნა დავიწყებული. ადამიანი, რომლისთვისაც უნდა მუშაობდეს პარლამენტი, მთავრობა.
მინდა გითხრათ რამოდენიმე ფაქტი, სად ვართ და სად ვიყავით 8 წლის წინათ. 2012 წელს ჩვენი შიდა პროდუქტი იყო 16.5 მილიარდი. 2020 წელს ჩვენი შიდა პროდუქტი 15.9 მილიარდი. პირდაპირი ინვესტიციები ისტორიულ მინიმუმზეა, ლარის კურსი ბოლო 8 წელიწადში 100% გაუფასურდა დოლართან მიმართებაში. ისტორიულ მაქსიმუმზეა სოც.დახმარებები და რაოდენობა იმ ადამიანების ვისაც სახელმწიფო ეხმარება. ისტორიულ მაქსიმუმზეა ქვეყნიდან გასული მოქალაქეების რაოდენობა. მაქსიმუმზეა უმუშევრობა. მინდა გითხრათ,რომ ყველა ინდექსში თითქმის ბოლო ადგილზე ვართ. ამ პერიოდში თქვენ, 6 პრემიერი გამოცვალეთ, 8 წლის განმავლობაში და არც ერთმა პრემიერმა არ გააგრძელა წინა პრემიერის დაწყებული თუნდაც იდეა და პროექტი იმიტომ, რომ არ არსებობს ქვეყნის განვითარების სტრატეგიული პროექტი. ამ ქვეყანას სჭირდება, ეკონომიკური რევოლუცია. წინა საარჩევნოდ ასფალტის დაგება არის ამომრჩევლის მოსყიდვა, იმ ასფალტსაც კი, რომ ვერ აგებს წესიერად.ქვეყანა ჩაფლულია ნეპოტიზმის და კორუფციის ჭაობში. ბიზნესი შესულია გარიგებაში ტენდერების საშუალებით.
აი აქ ვართ დღეს ჩვენ და ეს ქვეყანა ასე არ განვითარდება! – განაცხდა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ.