მეტროსადგური „დიდუბე“ ამ წუთებში მგზავრებს ვერ ემსახურება.
როგორც „გურია ნიუსს“ სატრანსპორტო კომპანიიდან აცნობეს, მეტროპოლიტენის მგზავრებს გადაადგილება „ვარკეთილიდან-სადგურის მოედნამდე“ და „სადგურის მოედნიდან-ვარკეთილის“ მიმართულებით შეუძლიათ. მგზავრებს ასევე ჩვეულებრივად ემსახურება მეორე ხაზიც, „სადგურის მოედანი- უნივერსიტეტი“.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ მეტროსადგურ „დიდუბეში“ მამაკაცი დაიღუპა. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.
ამავე თემაზე: