გამოვიდა შეფასების საერთაშორისო სტანდარტების ახალი, 2025 წლის გამოცემა, რაც გულისხმობს, რომ შემფასებლები უნდა ხელმძღვანელობდნენ ამ გამოცემის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ ღირებულების განსაზღვრა მიმდინარე პერიოდში ხდება.
თუ შეფასების დასკვნა ძველი თარიღით უნდა განხორციელდეს, საჭიროა 2022 წლის შეფასების საერთაშორისო სტანდარტებით ხელმძღვანელობა. ახალ სტანდარტებში შემფასებლის და შეფასების დასკვნის ობიექტურობა და სანდოობა უფრო ხაზგასმული და კონტროლირებადია, რაც გულისხმობს დასკვნის გადამოწმების და შეფასების ვალდებულებას. ასეთი მიდგომა კი ამცირებს ხარვეზების, უზუსტობებისა და შეუსაბამოების ალბათობას დასკვნებში. ახალი გამოცემის მიხედვით შემფასებელი ვალდებულია გაამახვილოს ყურადღება ეკოლოგიურ, სოციოლოგიურ და მმართველობით ფაქტორებზე რაც თავისთავად ხელს შეუწყობს ბიზნეს პროცესების თანამდროვე სტანდარტებთან დაახლოვებას. შეგახსენებთ რომ კომპანია „ბაზა 2023“ გთავაზობთ შეფასების საერთაშორისო სტანდარტებით სერტიფიცირებული შემფასებლების მომსახურებას. კომპანიის სერვისებია: უძრავი ქონების შეფასება, მოძრავი ქონების შეფასება, არამატერიალური აქტივებისა და ბიზნესის შეფასება. |
Developed By Web Features 2025 © All rights reserved