ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია “ქართულმა ოცნებამ”, საკრებულოში ის ბავშვები მიიწვია, რომელთაც განსაკუთრებული მზრუნველობა სჭირდებათ.
საკრებულოს სხდომათა დარბაზში უჩვეულო გარემო იყო. საკრებულოს წევრებმა შვილებთან ერთად, ბავშვებს, რომელთაც განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებათ საზეიმო ღონისძიება მოუწყვეს. ტკბილეული, ნაყინი , საჩუქრები პატარებისთვის და საყვარელი მულტფილმების გმირები, პატარების სადღესასწაულო განწყობაზე ზრუნავდნენ.
” მართლაც უჩვეულო გარემოა დღეს საკრებულოში, ყოველდღიური სამუშაო რუტინა ბავშვების ჟრიამულმა შეცვალა. გილოცავთ პატარებო დღევანდელ დღეს, თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე და მომავალი. ვულოცავთ თქვენთან ერთად ყველა ბავშვს. გისურვებთ ბედნიერებას, წარმატებული გოგო-ბიჭები გაზრდილიყავით ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ” – აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ.
ფრაქცია “ქართული ოცნების ” ინიცატივას კომპანიები: “მოდერნი”, “ჩემი მარკეტი”, “ნაყინი პინო”, გასართობი ცენტრი “ზღაპარი” შეუერთდა, რისთვისაც საკრებულოს წევრები მადლობას უხდიან მათ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გამოჩენისთვის.
ბავშვთა დაცვის დღე მთელს მსოფლიოში 1 ივნისს 1950 წლიდან აღინიშნება.