საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგი გამართა.
„დღეს მოვისმინეთ ძალიან მკაცრი რეაქცია ახალი გერმანული ადმინისტრაციისგან, იმის შესახებ, თუ როგორ უყურებენ იმას, რომ თავიანთი ელჩი, რომელიც წარმოადგენს გერმანიის პოლიტიკას ამ ქვეყანაში, შეურაცხყოფილი იქნა ამ ხელისუფლების მიერ. ეს თავდასხმები გერმანიაზე, უშუალოდ როგორც ქვეყანასა და მის წარმომადგენელზე, თავდასხმები ევროკავშირის ელჩზე და სხვა, სრულიად მიუღებელია. ეს კიდევ უფრო აღრმავებს ჩვენს იზოლაციას, რომელიც როგორ ჩანს ამ ხელისუფლების მიზანია“,– აღნიშნა ზურაბიშვილმა.