TV25- ის ინფორმაციით, ავარია მოხდა ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე – ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა ერთი ადამიანი.
ადგილზეა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფი და პოლიცია.
შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, დაწყებულია გამოძიება.