ქართველმა მოჭადრაკეებმა სენიორთა მსოფლიო ჩემპიონატზე, იტალიის ქალაქ გალიპოლოში სამი მედალი მოიპოვეს. ინფორმაციას საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია ავრცელებს.
გამორჩეული შედეგები: მიხეილ კეკელიძე — (+50 კატეგორია) 11 ტურიდან 9 ქულით დაიკავა მეორე ადგილი!
ზურაბ სტურუა — (+65 კატეგორია), 11 ტურიდან 8.5 ქულა, გაინაწილა I–VI ადგილები და დამატებითი მაჩვენებლებით მოიპოვა ვერცხლის მედალი!
ნონა გაფრინდაშვილი — (+65 ქალთა კატეგორია) 11-იდან 7,5 ქულა და ბრინჯაოს მედალი!
ჩემპიონატის შესახებ:
მსოფლიო ჩემპიონატი სენიორთა შორის გაიმართა ორ ასაკობრივ კატეგორიაში — +50 და +65.
ტურნირი ჩატარდა შვეიცარიული სისტემით, 11 ტურად.
მონაწილეობდა 64 ქვეყნის 458 მოჭადრაკე!



































































