სამტრედიაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის ბიჭი ემსხვერპლა.
როგორც ირკვევა, გიორგი შარაბიძეს ავტომობილი დაეჯახა და ის ადგილზე გარდაიცვალა.
„ტრაგედია ორი დღის წინ, სოფელ დაფნარში მოხდა… დედა ემიგრაციში იმყოფებოდა, წუხელ დაბრუნდა – შვილი ცოცხალი ეგონა და მკვდარი დახვდა… უმძიმესი ტრაგედია ტრიალებს,“ – განაცხადა წყარომ.
ჩვენი ინფორმაციით, მძღოლი უკვე დაკავებულია.
როგორც “გურია ნიუსს” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.


































































