ამ წუთებში, ქალაქ ფოთში, მე-7 კილომეტრის ტერიტორიაზე, ბენზინგასამართ სადგურთან სატვირთო მანქანების მძღოლები აქციას მართავენ და ტარიფების მომატებას აპროტესტებენ.
„საწვავი გაძვირდა, დენი გაძვირდა, გაზი გაძვირდა, პური გაძვირდა. არ გვრჩება არაფერი, მანქანებს ვერ ვინახავთ. ოჯახებს ვინახავთ, ბანკებს ვერ ვიხდით„, _ ამბობს ჩვენთან საუბრისას აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
აქციის მონაწილეები ითხოვენ ოფისის წარმომადგენლებთან, სატვირთო მანქანის მძღოლებსა და მომხმარებლებს შორის შუამავლებთან შეხვედრას.