ღაზას სექტორში ისრაელის სამხედროების მიერ დაღუპულთა რიცხვი 41-მდე გაიზარდა, ასობით ადამიანი კი დაჭრილია. ამის შესახებ ინფორმაციას EURONEWS ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ისრაელის არმიამ ცეცხლი მას შემდეგ გახსნა, რაც რამდენიმე პალესტინელი შეეცადა საზღვარზე არსებული ბარიერები გადაელახა და ისრაელის ტერიტორიაზე შეჭრილიყო, დემონსტრანტები ასევე წვავდნენ ავტომობილების საბურავებს.
გავრცელებული ცნობით, პალესტინელები იერუსალიმში აშშ-ს საელჩოს გახსნას აპროტესტებენ.
ამავე თემაზე: