თბილისში, სასტუმრო ,,ჰოლიდეი ინში” საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-16 საერთო კრება მიმდინარეობს. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის თავმჯდომარემ, ლია ჩახუნაშვილმა კრება გახსნა, მიესალმა მონაწილეებს და საერთო კრების დღის წესრიგი დაამტკიცა.
აირჩიეს ხმის დამთვლელი კომისია, მოხდა ქარტიის საბჭოს წევრთა დასახელება. ფარული კენჭისყრით საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საერთო კრებამ ქარტიის საბჭოს სამი, ქალაქის კვოტით ერთი, ხოლო რეგიონების კვოტით ორი, წევრი აირჩია. ხმათა უმრავლესობით ქალაქის კვოტით ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრად არჩეული იქნა ნინო გელაშვილი, რეგიონების კვოტით- ირაკლი მსხილაძე და თიკო დავაძე.