უფრო კონკრეტულად, მევალეთა სრული ოდენობა 1 944 818-ია, 365 409 ადამიანია ისეთი, ვინც ვალს ვერ იხდის და ე.წ. „შავ სიაშია“ – გამოდის, რომ აღნიშნულ სიაში საქართველოს სრული მოსახლეობის 9.86%-ია.
რაც შეეხება სექტორთა მიმართ დავალიანებებს, ფიზიკურ პირებს კომერციული ბანკების 1.238 მლრდ ლარი მართებთ; სებ-ის მიერ რეგულირებადი საფინანსო ინსტიტუტების – 1.494 მლრდ ლარი; სალიზინგოების – 29.048 მლნ ლარი.
საერთო ჯამში, 2025 წლის 30 აპრილის მდგომარეობით, 1 944 818 მსესხებელს საფინანსო სექტორის მიმართ 67.16 მლრდ ლარის ოდენობის თანხა აქვს გადასახდელი.