ცუდად გათენდა 1-ლი ივლისი ლაშა ცენტერაძის ოჯახისთვის, მეგობრებისთვის, ნაცნობ-ახლობლებისთვის.
ლაშას გული გაუჩერდაო და მთელი დღე ელოდებოდნენ იმედის ნაპერწკალს, დედა რომ დაეიმედებინათ, მაგრამ…
აჯობა ვაჟკაცს სიკვდილმა…
სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი წერს და ემშვიდობება უსაყვარლეს ბიჭს.
“შენთან სიკვდილს რა უნდოდა, ბიჭო!”
“რით ვანუგეშოთ შენი დედა, როგორ არ დაელოდე, ბიჭო”;
“დედას გეფიცები ვტირი, ჩემო ლაშუკია, პატარა ბავშვივით ვტირი,იმიტომ რომ არ მეგონა თუ ესე დაგვტოვებდი ლაშუ,ბოდი ძმა რომ მეტად ვერ დაგირეკე და ვერ ჩაგეხუტე, ვერ მოგეფერე, ჩახუტება ვერ შევძელი, მაპატიე ჩემო ბიძაშვილო. მე არ ვიცი რა სიტყვები მოვნახო, შენს ცხოვრებას გეფიცები;”
“ლაშუუუ, სიკეთის და სიყვარულის განსახიერებავ! როგორ შევეგუოთ უშენობას, ძმა!”, _ წერენ სოციალურ ქსელში ლაშა ცენტერაძის ახლობლები.
ინფორმაციისთვის, ლაშა ბოლო წლებში უკურნებელ სენს ებრძოდა. მკურნალობის კურსს ის გერმანიაში გადიოდა. ლაშა გერმანიაში ოჯახთან ერთად იმყოფებოდა. მას მეუღლე და ორი შვილი დარჩა.
“გურია ნიუსი” მწუხარებით თანაუგრძნობს ლაშა ცენტერაძის ოჯახს, მეგობრებს ახლობლებს და გამძლეობას უსურვებს მათ.