პენსილვანიელი ქალი, რომელიც 30 წლის წინ გაუჩინარდა და ოჯახი თვლიდა, რომ გარდაცვლილი იყო, ახლახან იპოვეს პუერტო- რიკოს მოხუცთა თავშესაფარში. ინფორმაციას CNN ავრცელებს ქალის ოჯახის წევრებისა და პოლიციის ერთობლივ განცხადებაზე დაყრდნობით.
გავრცელებული ინფორმაციით, 83 წლის პატრიცია კოპტა ბოლოს ნახეს პიტსბურგში 1992 წლის ზაფხულში.
”ერთ ღამეს სახლში მივედი და ის წასული დამხვდა. არავინ იცოდა სად იყო,” – განაცხადა მისმა მეუღლემ პრესკონფერენციაზე და აღნიშნა, რომ ზოგჯერ ქალი ცოტა ხნით უჩინარდებოდა ხოლმე, დაკარგულად კი რამდენიმე თვის გასვლის შემდეგ მიიჩნიეს.
პოლიციამ განაცხადა, რომ მათ პირველად შეატყობინეს დაკარგული ქალის აღმოჩენის შესახებ, როდესაც საერთაშორისო კრიმინალური პოლიციის ორგანიზაციის (INTERPOL) აგენტი და სოციალური მუშაკი პუერტო რიკოდან დაუკავშირდნენ მათ გასულ წელს და თქვა, რომ მათ სჯეროდათ, რომ პატრიცია ცხოვრობდა ხანდაზმულთა სახლში.
„რაც მათ შეგვატყობინეს, იყო ის, რომ მათ მოვლაში მოექცა 1999 წელს. პატრიცია ქუჩაში მოხეტიალე იპოვეს და წლების განმავლობაში უარს ამბობდა ოდესმე განეხილა მისი პირადი ცხოვრება ან საიდან მოვიდა“,_ თქვა როსის მუნიციპალიტეტის უფროსის მოადგილემ ბრაიან კოლჰეპმა.
როგორც ცნობილია, ქალს გაუჩინარებამდე მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. ის ქუჩაში უცნობებს ესაუბრებოდა, რომ ხილვები ჰქონდა ღვთისმშობლის შესახებ და სამყაროს დასასრული ახლოვდებოდა.
პოლიციამ ცხრათვიანი პროცესის მეშვეობით დაადგინა, რომ ქალი სინამდვილეში იყო პატრიცია. მათ შეადარეს მისი დის, გლორია სმიტის და მისი ძმისშვილის მიერ მიწოდებული დნმ-ის ნიმუშები.
”ჩვენ ნამდვილად გვეგონა, რომ ის მკვდარი იყო მთელი იმ წლების განმავლობაში,” – თქვა სმიტმა პრესკონფერენციაზე.
“დნმ-ის ტესტის დასრულებამდეც კი, ოჯახმა იცოდა, რომ ეს იყო პატრიცია, როგორც კი ნახეს მისი ფოტო”,_ თქვა კოლჰეპმა.
სმიტმა თქვა, რომ მან რამდენჯერმე დარეკა პუერტო რიკოს ზრდასრულთა სახლში, მაგრამ ვერ შეძლო თავის დასთან საუბარი, რადგან მას დემენცია აქვს.
„ჩვენ ამას არ ველოდით. ძალიან დიდი შოკია, იმის ცოდნა, რომ ის ცოცხალია, ”- თქვა მისმა დამ. ”იცით, ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ და იმედი მაქვს, რომ მის სანახავად ჩამოვალ.”